Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იყო მეათერთმეტესა წელსა, მესამესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ძეო კაცისაო, თქუ ფარაოჲს მიმართ, მეფისა ეგჳპტისა, და სიმრავლისა მიმართ მისისა: რასა ამსგავსე თავი შენი სიმაღლესა შინა შენსა?

3 აჰა, ასსურ-კჳპაროსი შორის ლიბანსა, და კეთილ რტოებითა, და მაღალ სიდიდითა, და ჴშირ ჩრდილითა და საშუალ ღრუბელთა მთავრობაჲ მისი.

4 წყალმან განზარდა იგი, და უფსკრულმან აღამაღლა იგი. მდინარენი მისნი მოადინნა გარემო ნერგთა მისთა და შეყენებანი მისნი განავლინნა ყოველთა მიმართ ხეთა ველისათა.

5 ამისთჳს ამაღლდა სიდიდე მისი უფროს ყოველთა ხეთა ველისათა და განვრცნეს რტონი მისნი და ამაღლდეს ბაბილონი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.

6 ბაბილოთა შორის მისთა დაიბუდეს ყოველთა მფრინველთა ცისათა და ქუეშე კერძო რტოთა მისთა შობდეს ყოველნი მჴეცნი ველისანი, აჩრდილსა ქუეშე მისსა დაემკჳდრა ყოველი სიმრავლე წარმართთაჲ.

7 და იქმნა შუენიერ სიკეთითა მისითა სივრცისათჳს რტოთა მისთაჲსა, რამეთუ იქმნეს ძირნი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.

8 კჳპაროზნი ესევითარებ სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა, და პიტუნი არა მსგავს იყუნეს ბაბილოთა მისთა, და სოჭნი არა იქმნეს მსგავს მორჩთა მისთა, ყოველი ხე სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა არე ემსგავსა მას სიკეთესა შინა მისსა,

9 სიმრავლისათჳს რტოთა მისთაჲსა დაეშურვნეს მას ხენი საშუებლისა სამოთხისა ღმრთისანი.

10 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ამის წილ, რომელ იქმენ დიდ სიდიდითა, და მიეც მთავრობა შენი საშუალ ღრუბელთასა, და ვიხილე სიმაღლესა შინა მისსა.

11 და განვეც იგი ჴელთა მთავართა წარმართთასა და ყვეს წარწყმედაჲ მისი.

12 და მოასრულეს იგი უცხოთა ბუგრთა წარმართთაგანთა და დაამჴუეს იგი მთათა ზედა; ყოველთა შინა ჴევნებთა დაცჳვეს რტონი მისნი, და დაიმუსრნეს კეწერნი მისნი ყოველსა ზედა ველსა ქუეყანისასა, და შთამოვიდეს საფარველისაგან მისისა ყოველნი ერნი წარმართთანი და დააქუეყანეს იგი.

13 და დაცემას მისსა ზედა განისუენეს ყოველთა მფრინველთა ცისათა, და კეწერთა მისთა ზედა იქმნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი,

14 რაჲთა არა ამაღლდენ სიდიდესა თანა მათსა ყოველნი ხენი წყლისზედანი, და არა მისცეს მთავრობაჲ მისი საშუალ ღრუბელთასა, და არა დადგეს სიმაღლესა შორის მათსა მისსა მიმართ ყოველნი მსუმელნი წყალსა, რამეთუ ყოველნი მიეცნეს სიკუდილდ სიღრმედ ქუეყანისა, შორის ძეთა კაცთა, შთამავალთასა მთხრებლად.

15 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა შთაყვანებულ იქმნა ჯოჯოხეთად, ეგლოვდა მას უფსკრული, დაფარა და ზედდაადგინნა მდინარენი მისნი და დააყენა სიმრავლე წყლისაჲ და დააბნელა მის ზედა ლიბანმან, ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაიჴსნნეს.

16 ჴმისაგან და კუეთებისა მისისა შეირყინეს ყოველნი წარმართნი, ოდეს შთამიყვანდა ჯოჯოხეთად, შთამავალთა თანა მღჳმედ, და ნუგეშინის-სცემდეს მას უქუესთა შინა ყოველნი ხენი საშუებელისანი და ურჩეულესნი და უკეთესნი ლიბანისანი, ყოველნი მსუმელნი წყალსა;

17 და რამეთუ იგინიცა შთავიდეს მის თანა ჯოჯოხეთად, მოწყლულთა თანა მახჳლისა მიერ, და თესლი მისი დამკჳდრებულთა ქუეშე საგრილსა მისსა, შორის ცხორებისა მათისა, წარწყმდეს.

18 ვის ემსგავსე ძალისა მიერ, და დიდებისა მიერ და სიდიდისა მიერ? ხეთა შორის საშუებელისათა შთამოვედ და შთაყვანებულ იქმენ ხეთა თანა საშუებელისათა, სიღრმედ ქუეყანისა; შორის წინდაუცუეთელთასა დაიძინო, წყლულთა თანა მახჳლისათა. ესრეთ ფარაო და ყოველი სიმრავლე ძალისა მისისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი.

<< ← Prev Top Next → >>