Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ, ჩემდამო მეტყველი:

2 ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა და სთქუა მათდამი: ქუეყანასა, რომელსაცა ზედა მოვჴადო მახჳლი მე, და მოიყვანოს ერმან ქუეყანისამან კაცი ერთი მათგანი და მისცენ იგი თავთა მათთა ებგურად.

3 და უკუეთუ იხილოს ებგურმან მახჳლი მომავალი ქუეყანასა ზედა, და საყჳრ-სცეს საყჳრსა და დაუნიშნოს ერსა.

4 და ესმეს მსმენელსა ჴმაჲ საყჳრისაჲ და არა დაცვა-ყოს და ზედამოვიდეს მახჳლი და ეწიოს მას, სისხლი მისი თავსა ზედა მისსა იყოს.

5 რამეთუ ჴმასა საყჳრისასა მსმენელმან არა დაცვა-ყო, სისხლი მისი მას ზედა იყოს; და ესრეთ და რამეთუ დაცვა-ყო, სული თჳსი განირინა.

6 და ებგურმან უკეთუ იხილოს მახჳლი მომავალი და არა საყჳრ-სცეს საყჳრსა და არ დაუნიშნოს ერსა, და ერმან არა დაცვა-ყოს და ზედამოსრულმან მახჳლმან მიიღოს მათგან სული, იგი უკუე ცოდვისათჳს თავისა თჳსისა მიღებულ იქმნა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან ებგურისა გამოვიძიო.

7 და შენ, ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა. და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ და წინდაცვულ ყუნე იგინი ჩემ მიერ.

8 თქუმასა შინა ჩემგან ცოდვილისასა: ცოდვილო, სიკუდილით მოჰკუდე, და არა კრძალვა-სცე ცოდვილსა დაცვად უთნოობაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა, ცხოვნებად ძიებად მისსა, უსჯულო იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

9 ხოლო შენ უკუეთუ წინამიუთხრა უთნოსა გზაჲ მისი მოქცევად მისსა მისგან, და არა მოიქცეს გზისაგან მისისა, იგი ვიდრემე უსჯულოებასა შინა თჳსსა მოკუდეს, ხოლო შენ სული შენი განირინო.

10 და შენ ძეო, კაცისაო, არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ესრეთ ჰზრახეთ მეტყუელთა: ცთომანი ჩუენნი და უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ თანა არიან და მათ შინა დავდნებით და ვითარ ვცხოვნდეთ?

11 არქუ მათ: ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა, რათა რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?

12 და შენ, ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა: სიმართლემან მართლისამან ვერ განარინოს იგი, რომელსაცა დღესა სცთეს; და უსჯულოებამან უსჯულოჲსამან ვერ მოკლას, რომელსაცა დღესა მოაქციოს უსჯულოებისაგან მისისა, და მართალსა ვერ ძალ-უც ცხოვნებად სიმართლისათჳს თჳსისა, რომელსაცა დღესა ცოდოს.

13 თქუმასა შინა ჩემგან მართლისასა: ცხოვნებით სცხოვნდე, და ესე ესვიდეს სიმართლისა მიმართ თჳსისა და ქმნეს უსჯულოებაჲ, ყოველნი სიმართლენი მისნი არ აღეჴსენნენ მას უსამართლოებასა შინა მისსა, რომელ ქმნა, მას შინა მოკუდეს.

14 და ვჰრქუა რაჲ მე უთნოსა: სიკუდილით მოჰკუდე, და მოიქცეს უსჯულოებისაგან თჳსისა და ყოს მსჯავრი და სიმართლე,

15 და ნახუთევი თანამდებისაჲ საუკუნო უკუნსცეს, და ნატაცები კუალადაგოს, უშჯულოჲ ბრძანებათა შინა ცხორებისათა ვიდოდის არაქმნად უსამართლოჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს, არა მოკუდეს.

16 ყოველნი ცოდვანი მისნი. რომელნი ცოდნა, არა მოეჴსენნენ მას, რამეთუ მსჯავრი და სიმართლე ქმნა, მათ შინა ცხონდეს.

17 და იტყჳან ძენი ერისა შენისანი: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ. და იგი გზაჲ მათი არა მართალ არს. ხოლო ისმინეთ, სახლო ისრაჱლისაო: ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არს, არა გზანი თქვენნი არამართალ?

18 უკეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნას შეცოდებაჲ, მას შინა მოკუდეს იგი.

19 და უკუეთუ მოაქციოს ცოდვილმან უსჯულოებისაგან თჳსისა და ქმნას მსჯავრი და სიმართლე, მათ შინა ცხოვნდეს იგი.

20 და ესე არს, რომელ სთქუთ: მართალ არსო გზაჲ უფლისაჲ; თითოეული გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო.

21 და იყო მეათორმეტესა წელსა, მეათესა შინა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, ტყუეობისა ჩუენისასა, მოვიდა ჩემდა იერუსალჱმით განრინებული მეტყუელი: გამოღებულ იქმნა ქალაქი.

22 და ჴელი უფლისაჲ იქმნა ჩემ ზედა მიმწუხრი, პირველ მოსლვისა განრინებულისა მის, და აღმიღო პირი ჩემი, ვითარცა მოვიდა ჩემდა განთიად, და აღ-რაჲ-ეღო პირი ჩემი, არღარა დაიპყრა მერმე.

23 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

24 ძეო კაცისაო, დამკჳდრებელნი, მოოჴრებელთანი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, მეტყუელნი იტყჳან: ერთი იყო აბრაჰამი და დაიპყრა ქუეყანაჲ და ჩუენ მრავალნი ვართ; ჩუენდა მოცემულ არს დაპყრობად ქუეყანაჲ.

25 ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვინაჲთგან სისხლსა სჭამთ და თუალნი თქუენნი აღგიხუმან კერპთა მიმართ თქუენთა, და სისხლსა დასთხევთ და ქუეყანაჲ დაგიმკჳდრებიეს.

26 და სდგათ მახჳლსა ზედა თქუენსა, ჰქმნენით საძაგელნი და კაცადი ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეაგინებთ და ქუეყანაჲ დაიმკჳდრეთ.

27 ესრეთ სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა მოოჴრებულთა შინა მახჳლითა დაეცნენ და, რომელნი არიან პირსა ზედა ველისასა, მჴეცთა ველისათა მიეცნენ შესაჭმელად და მოზღუდვილთშინათა და ქუაბთშინათა სიკუდილით მოვსწყვედ.

28 და მივსცე ქუეყანაჲ ოჴრად და წარწყმედად და დასცხრეს გინებაჲ ძალისა მისისაჲ, მოოჴრდენ მთანი ისრაჱლისანი არყოფისაგან მოარულისა;

29 და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი და ვყო ქუეყანა მათი ოჴერ და მოოჴრდეს ყოველთათჳს საძაგელებათა მათთა, რომელნი ქმნნეს.

30 და შენ, ძეო კაცისაო, ძენი ერისა შენისანი მომზრახობენ შენთჳს კედელთა თანა და ბჭეთა წინა სახლთასა, და ეზრახებინ კაცადი მოყუასსა თჳსსა და კაცადი ძმასა თჳსსა, მეტყუელნი: შევკრბეთ და ვისმინოთ, რაჲ არს სიტყუაჲ, გამომავალი უფლისაგან.

31 და მოვლენ შენდა, ვითარცა შემოკრბების ერი, და დასხდენ წინაშე შენსა ერი ჩემი და ისმენენ სიტყუათა შენთა და არა ჰყოფენ მათ, რამეთუ სიცრუე პირთა შინა მათთა. და კვალსა მას უსჯულოებისა და ბილწობისასა შეუდგენ გულნი მათნი.

32 და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისაჲ და ჴმაჲ ნესტჳსა მის, და ესმოდეს სიტყუაჲ შენი და არა ყონ.

33 და ოდესცა მოვიდენ, იტყჳან: აჰა, მოიწია. და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი იყო შორის მათსა.

<< ← Prev Top Next → >>