Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა ზედა ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი. ჵ, მწყემსნო ისრაჱლისანო, ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა, არა ცხოვართა აძოებენა მწყემსნი?

3 აჰა, სძესა შესჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და პოხილთა დაჰკლავთ, ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ.

4 მოუძლურებული არ განაძლიერეთ, და სნეული არ განამრთელეთ, და შემუსრვილი არ შეჰკართ, და ბოროტად მყოფსა არა უსხეულსაქმეთ, და ცთომილი არ მოაქციეთ და წარწყმედული არ მოიძიეთ, და ძლიერი იქმნეთ შრომით და სიმტკიცით სწუართენით იგინი და ლაღობით.

5 და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი არყოფისათჳს მწყემსთაჲსა და იქმნეს დასაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა, და განითესნეს

6 და შესცთეს ცხოვარნი ჩემნი ყოველსა ზედა მთასა და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განითესნეს ცხოვარნი ჩემნი, და არა იყოს გამომეძიებელი და არცა მომაქცეველი.

7 ამისთჳს, მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ:

8 ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, არა თუ ქმნისა წილ ცხოვართა ჩემთაჲსა წარსატყუენველ და ქმნისა სამწყსოთა ჩემთა შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა არყოფისაგან მწყემსთაჲსა, და არ გამოიძინეს მწყემსთა ცხოვარნი ჩემნი, არამედ აძოებდეს მწყემსნი თავთა თჳსთა, ხოლო ცხოვართა ჩემთა არა აძოებდეს.

9 ამისთჳს მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ,

10 ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მწყემსთა ზედა და გამოვიძინე უცხოვარნი ჩემნი ჴელთაგან მათთა და დავაცადნე იგინი არმწყსად ცხოვართა ჩემთა: და არა ჰმწყსიდენ მათ მერმე მწყემსნი, და გამოვიჴსნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, და არა მერმე იყუნენ მათდა შესაჭმელ.

11 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე გამოვიძინე ცხოვარნი ჩვმნი და მოვიხილნე იგინი,

12 ვითარ-იგი მოიხილავს მათ მწყემსი დღესა შინა, ოდეს იყოს ალმური და ღრუბელი, შორის ცხოვართა მისთა განშორებულთა, ეგრეთ გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი და ვიჴსნნე მე იგინი ყოვლისა ადგილისგან, სადა განითესნეს, მუნ, დღესა შინა ალმურისა და ღრუბლისასა.

13 და გამოვიყვანნე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან და შევიყვანნე იგინი ქუეყანად მათდა, დავმწყსნნე იგინი მთათა ზედა ისრაჱლისათა.

14 და ჴევნებთა შინა და ყოველსა შინა მკჳდრობასა ქუეყანისასა კეთილსა ზედა საძოვარსა ვაძოვნე იგინი, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა იყოს შუენიერებაჲ მათი, და იყვნენ ბაკნი მათნი მუნ, და დაიძინონ, და განისუენონ შუებასა შინა კეთილსა და საძოვარსა შინა პოხიერსა ძოვდენ მთათა ზედა ისრაჱლისათა.

15 და მე ვაძოვნე ცხოვარნი ჩემნი და მე განუსუენო მათ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი.

16 წარწყმედული გამოვიძიო და შეცთომილი მოვაქციო, და შემუსრვილი შევხჳო, და მოუძლურებული განვაძლიერო, და პოხიერი და ძლიერი დავიცვა და ვაძოვნე იგინი მსჯავრისა მიერ.

17 და თქუენ ცხოვარნო ჩემნო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ვსაჯო საშუალ ცხოვართა ჩემთა და ცხოვრისა და ვერძთა და ვაცთასა.

18 და არა კმა არს თქვენდა, რამეთუ კეთილსა საძოვარსა სძოვდით, არამედ დანაშთომსა საძოვრისა თქუენისასა დასთრგუნევდით ფერჴითა თქუენითა და დაწმედილსა წყალსა სუემდით და ნეშტსა ფერჴითა თქუენითა აღამრღვევდით.

19 და ცხოვარნი ჩემნი და ნათრგუნევთა ფერჴთა თქუენთასა ძოვდეს და აღმრღუეულსა წყალსა ფერჴთა მიერ თქუენთასა სუმიდეს.

20 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თქუენდამი და განვსაჯო შორის ცხოვრისა ძლიერისა და შორის ცხოვრისა უძლურისა,

21 ვინაჲთგან გუერდებითა თქუენითა და მჴრებითა თქუენითა აჭენებდით და რქებითა თქუენითა ურქენდით, ხოლო ყოველსა მოკლებულსა აჭირვებთ, ვიდრე არა განაგარეენით იგინი გარე; და განითესნეს ცხოვარნი ჩემნი ყოვლისა თანწარმავალისად.

22 და ვაცხოვნნე ცხოვარნი ჩემნი, და არა იყვნენ წარსატყუენველ მერმე და ვსაჯო საშუალ ვერძისა ვერძისა მიმართ.

23 და აღვადგინო მათ ზედა მწყემსი ერთი, რომელი ჰმწყსიდეს მათ, მონაჲ ჩემი დავითი, მან მწყსნეს იგინი, და მან განუსუენოს მათ და იყოს იგი მწყემს.

24 და მე, უფალი, ვიყო მათდა ღმერთად და მონაჲ ჩემი დავითი მთავარ შორის მათსა. მე, უფალი, ვიტყოდე.

25 და აღუთქუა დავითსა აღთქმაჲ მშჳდობისაჲ და უჩინო-ვყუნე მჴეცნი ბოროტნი ქუეყანისაგან და დაემკჳდრნენ უდაბნოსა შინა სასოებით და დაიძინონ მაღნართა შორის.

26 და მივსცნე იგინი გარემოჲს მთისა ჩემისა კურთხეულებად. და გარდამოვიყვანო წჳმაჲ თქვენი ჟამსა შინა, წჳმანი კურთხევისანი იყვნენ მისსა.

27 და ხეთა ველისათა მოსცენ ნაყოფი მათი და ქუეყანამან მოსცეს ძალი მისი; და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა სასოებითა მშჳდობისათა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, შე-რა-ვმუსრნე საჴივნი უღლისა მათისანი, და გამოვიჴსნნე იგინი ჴელისაგან დამმონებელთა მათთაჲსა.

28 და არა იყვნენ მერმე წარსატყუენველ წარმართთა და მჴეცთა ქუეყანისათა, არღა მერმე დაჭამნენ იგინი და დაემკჳდრნენ სასოებით და არა იყოს, რომელი აშინებდეს მათ.

29 და აღუდგინო მათ ნერგი მშჳდობისა სახლად, და არა მერმე იყვნენ მცირეებ რიცხჳთა ქუეყანასა ზედა, და არა მერმე იყვნენ წარწყმედილ სიყმილითა ქუეყანასა ზედა, და არა მოიღონ მერმე ყუედრებაჲ წარმართთაჲ.

30 და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, მათ თანა, და იგინი ერი ჩემი, სახლი ისრაჱლისა, - იტყჳს უფალი, უფალი,

31 და თქუენ - ცხოვარნი ჩემნი და ცხოვარნი საძოვრისა ჩემისანი, კაცნი ხართ და მვ უფალი ღმერთი თქუენი, - იტყჳს უფალი, უფალი.

<< ← Prev Top Next → >>