Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 ძეო კაცისაო, მიიქციე პირი შენი მთისა მიმართ სიირისა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა და არქუ მას:

3 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა მთასა სიირსა და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და მიგცე შენ ოჴრად, და მოოჴრდე.

4 და ქალაქთა შორის შენთა ოჴრება-ვყო და შენ საოჴროდ იყო და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

5 ნაცვლად ქმნისა შენისა მტერად საუკუნოდ და დაშჯდე სახლსა ზედა ისრაჱლისასა ზაკუვით, ჴელსა შინა მტერთასა მახჳლად ჟამსა შინა ჭირისა მათისასა და ჟამსა შინა სიცრუჲსასა უკანასკნელსა შორის,

6 ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ არა, სისხლისა მიერ სცოდე და სისხლმან გდევნოს შენ, რამეთუ სისხლი შენი მოიძულე, და სისხლმან შენმან გდევნოს შენ.

7 და მივსცე მთაჲ სიირისი საოჴროდ და მოოჴრებულად, და წარვწყმიდნე მისგან კაცნი და საცხოვარნი.

8 და თანწარმავალი და შემოქცეული, და აღვავსნე მთანი შენნი წყლულებითა შენითა, ბორცუნი შენნი და ჴევნებნი შენნი, და ყოველთა შორის ველთა შენთა, რამეთუ მოწყლულნი მახჳლითა დაეცნენ შენ შორის.

9 და ოჴრად საუკუნოდ დაგდვა შენ და ქალაქნი შენნი არ დაიმკჳდრნენ მერმე და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

10 თქუმისათჳს შენგან ორნივე ნათესავნი და ორნივე სოფელნი ჩემნი იყვნენ, დავიმკჳდრნე იგინი და უფალი მუნ არს.

11 ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - და გიყო შენ მტერობისაებრ შენისა და შურისაებრ შენისა, რომელი ჰყავ მოძულეობისაგან შენისა მათ შორის, და გეცნობო შენ, ოდეს-იგი გსჯიდე შენ.

12 და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი; მესმა ჴმისა გმობათა შენთასა, რომელსა იტყოდე მთათათვის ისრაჱლისათა, მეტყუელი: მთანი ისრაჱლისანი, მაღალნი, საუკუნოდ ოჴერნი, ჩუენდა მოცემულან დასაპყრობლად.

13 და იდიდსიტყუე ჩემ ზედა პირითა შენითა და ჴმაჲ ჰყვენ ჩემ ზედა სიტყუანი შენნი, რომელნი მესმნეს მე.

14 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: სიხარულსა შინა ყოვლისა ქვეყანისასა ოჴერ-გყო შენ საუკუნო,

15 ვითარ-იგი იხარე მკჳდრობასა სახლისა ისრაჱლისასა, ვითარ უჩინო იქმნა, ეგრეთ გიყო შენ.

16 საოჴროდ იყო შენ, მთა სეირ, და ყოველი იდუმეაჲ აღიჴოცოს, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.

<< ← Prev Top Next → >>