Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მთათა ზედა ისრაჱლისათა და არქუ მთათა ისრაჱლისათა: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ,

2 ამათ იტყჳს ადონაი უფალი მის წილ, რომელ თქვა მტერმან თქუენ ზედა: ვაშა, ვაშა, ოჴერ საუკუნე მაღალნი დასაპყრობელად იქმნნეს ჩუენდა.

3 ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ნაცვალად ქმნისა თქუენისა განსაქარვებელად ყოველთა მიერ წარმართთა და ნაცვალად შეურაცხქმნისა თქუენისა ყოველთა მიერ გარემოჲსთა თქუენთა, ქმნად თქუენდა დასაპყრობელად ყოველთაგან ნეშტთა წარმართთა, და აღხუედით სასიტყუელ ენისა ბაგეთა ზედა და საყუედრელად წარმართთა,

4 ამისთჳს, მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მთათა და ბორცუთა და ნაღუარევთა და ჴევნებთა, და დანახეთქთა და მოოჴრებულთა და უჩინოქმნილთა და ქალაქთა დარღუეულთა, რომელნი იქმნნეს წარსატყუენველ და დასათრგუნველ დაშთომილთა წარმართთა გარემოჲსთა თქუენთა,

5 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ არა ცეცხლითა გულისწყრომისა ჩემისათა ვიტყოდი სხუათა ზედა ნათესავთა და იდუმეასა ზედა ყოველსა, რამეთუ მისცეს ნაწილი ჩემი თავთა მათთა დამკჳდრებად მხიარულებით ყოვლით გამო გულით შეურაცხისმყოფელთა სულთასა უჩინო-ყოფად ტყუეობისა მიერ.

6 წინაწარმეტყუელებდ ამისთჳს ქუეყანასა ზედა ისრაჱლისა და არქუ მთათა და ბორცუთა და დანახეთქთა და ჴევნებთა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შურითა ჩემითა და გულისწყრომითა ვთქუ ნაცვლად ყუედრებასა წარმართთასა თავს-დებისა თქუენგან.

7 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა ზედა, გარემოჲსთა თქუენთა, ამათ შეურაცხებაჲ მათი მიიღონ.

8 ხოლო თქუენ, მთანო ისრაჱლისანო, ყურძენი გამოსცეთ და ნაყოფი თქუენი ჭამოს ერმან ჩემმან ისრაჱლმან, რამეთუ ესვენ მოსლვად.

9 აჰა, მე თქუენ ზედა და ზედმოვიხილო თქუენ ზედა, და მოიქმნნეთ და დაითესნეთ.

10 და განვამრავლნე თქვენ ზედა კაცნი, ყოველი სახლი ისრაჱლისა სრულიად და დამკჳდრებულ იქმნენ ქალაქნი და ოჴერქმნილნი აღეშენნენ.

11 და განვამრავლო თქუენზედა კაცნი და საცხოვარნი, და აღორძნდენ და განმრავლდენ და დაგამკჳდრნე თქუენ, ვითარცა დასაბამსა თქუენსა, და კეთილი გიყო თქუენ, ვითარ-იგი წელიწადთა წინაჲსწართა თქუენთა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

12 და ვშუნე თქუენ შორის კაცნი ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და დაგიმკჳდრნენ თქუენ და იყუნეთ მათდა დასაპყრობელად, და არღა შესძინოთ მერმე უშვილოებად მათგან.

13 ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მის წილ, რომელ გრქუეს: ქუეყანა შემჭამელი კაცთაჲ ხარ შენ და უშვილოქმნილ წარმართთა მიერ იქმენ,

14 ამისთჳს კაცთა არღარა შჭამდე შენ და ნათესავი შენი არა უშვილოჰყო მერმე, - იტყჳს ადონაი უფალი,

15 და არა ისმეს არა მერმე თქუენ ზედა შეურაცხებაჲ წარმართთაჲ და ყუედრებანი ერთანი არა თავს-ისხნეთ მერმე, და ნათესავი შენი არა უშვილო იქმნეს მერმე, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

16 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

17 ძეო კაცისაო, სახლი ისრაჱლისაჲ დაემკჳდრა ქუეყანასა ზედა მათსა, და შეაგინეს იგი გზათა მიერ მათთა, და კერპთა მიერ მათთა, და არაწმიდებათა მიერ მათთა არაწმიდებისაებრ დაშტანეულისა, და იქმნა გზაჲ მათი წინაშე პირსა ჩემსა.

18 და განვჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა მის წილ, რომელ განჰფინეს სისხლი ქუეყანასა ზედა, და კერპთა მათთა მიერ შეაგინეს იგი.

19 და განვაბნიენ იგინი წარმართთა შორის, და განვფიწლენ იგინი სოფლებთა შორის და გზისაებრ მათისა. და სიმარჯუეთაებრ მათთა ვსაჯენ იგინი.

20 და შევიდეს იგინი წარმართთა მიმართ, რომელთა მიმართ შევიდეს მუნ და მუნ შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ თქმასა შინა მათთჳს, - ერი უფლისაჲ ესენი, და ქუეყანისაგან მისისა გამოვიდეს.

21 და ვჰრიდე მათ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეს სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, სადა შევიდეს, მუნ:

22 ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, სადა შეხუედით, მუნ.

23 წმიდა-ვყო სახელი ჩემი დიდი, მწიკულევანქმნილი წარმართთა შორის, რომელი შეაგინეთ შორის მათსა; და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, - იტყჳს ადონაი უფალი, - განვწმიდნე რაჲ მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.

24 და მიგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და შეგკრიბნე თქუენ ყოველთა ქუეყანათაგან და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად თქუენდა.

25 და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ და განსწმდეთ ყოველთაგან არაწმიდებათა თქუენთა, და ყოველთაგან კერპთა თქუენთა განგწმიდნე თქუენ.

26 და მიგცე თქუენ გული ახალი და სული ახალი მივსცე თქუენ შორის; და მოგიღო გული ქვისაჲ ჴორცისაგან თქვენისა და მიგცე თქვენ გული ჴორციელი.

27 და სული ჩემი მივსცე თქვენ შორის და ვყო, რაჲთა სამართალთა შინა ჩემთა ხჳდოდით, და მსჯავრნი ჩემნი დაიცუნეთ და ჰყოფდეთ მათ.

28 და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა, და იყუნეთ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.

29 და განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა, და მოუწოდო იფქლსა, და განვამრავლო იგი და არა მივსცე თქუენ ზედა სიყმილი.

30 და განვამრავლო ნაყოფი ხისაჲ და ნაშრომნი ველისანი, რაჲთა არა მიიღოთ მერმე ყუედრებაჲ სიყმილისაჲ წარმართთა შორის.

31 და აღიჴსენნეთ გზანი თქუენნი ბოროტნი და სიმარჯუენი თქუენნი არაკეთილნი და მოიწყინნეთ წინაშე პირებსა თავთა თქუენთასა უსჯულოებათა თქუენთათჳს და საძაგელებათა თქუენთათჳს.

32 არა თქვენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი, - ცნობილ იყავნ თქუენდა, გკდემებოდენ და სირცხჳლეულ იქმნენით გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.

33 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა, და დავამკჳდრნე ქალაქნი და აღეშენნენ ოჴერნი.

34 და ქუეყანა უჩინოქმნილი მოიქმნას მის წილ, რამეთუ უჩინოქმნილ იქმნა წინაშე თუალთა ყოვლისა თანწარმავალისათა.

35 და თქუან: ქუეყანაჲ იგი, რომელი იყო უჩინოქმნული, იქმნა ვითარცა სამოთხე შუებისაჲ, და ქალაქნი ოჴერნი უჩინოქმნულნი და დათხრილნი ზღუდეთა შინა განმაგრებულთა, დასხდეს.

36 და ცნან წარმართთა, რაოდენნიცა დაშთენ გარემოსნი. თქუენსა, ვითარმედ მე უფალმან აღვაშენენ დარღუეულნი და დავჰნერგენ უჩინოქმნილნი, მე უფალმან, ვთქუ და ვქმნე.

37 ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი მერმე: ესეღა საძიებელი დავდვა, სახლო ისრაელისაო, ყოფად მათდა და განვამრავლნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, კაცნი.

38 ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარცა ცხოვარნი იერუსალიმისანი დღესასწაულთა შინა მისთა, ეგრეთ იყვნენ ქალაქნი ოჴერნი, სავსენი ცხოვრებითა კაცთაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

<< ← Prev Top Next → >>