Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა ხუთ და მეოცესა შინა წელსა ტყუეობისა ჩუენისასაჲ, პირველსა შინა თთუესა, ათსა თთჳსასა, ოთხ და მეათესა წელსა შემდგომად დაპყრობისა ქალაქისა, მას დღესა შინა იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ

2 და მომიყვანა მე მუნ ხილვასა შორის ღმრთისასა, შემიყვანა მე ქუეყანად ისრაჱლისა და დამდვა მე მთასა ზედა მაღალსა ფრიად და მას ზედა, ვითარცა დაშენებულებაჲ ქალაქისაჲ პირისპირ.

3 და შემიყვანა მე მუნ და, აჰა, კაცი და ხილვაჲ მისი იყო, ვითარცა ხილვაჲ რვალისა მბზინვარისაჲ და იყო საბელი მაშენებლისაჲ ჴელსა შორის მისსა და ლელწამი საზომისაჲ ჴელსა შინა მისსა, და იგი დგა ბჭესა ზედა.

4 და თქუა ჩემდამო კაცმან: იხილეა, ძეო კაცისაო? განიცადე თუალთა მიერ შენთა და ყურთა მიერ შენთა ისმინე და დააწესენ გულსა შენსა ყოველნი, რავდენთა მე გიჩუენებ შენ მით, რამეთუ ჩუენებისათჳს შენისა შემოვედ აქა; და უჩუენო, რავდენთა შენ ჰხედავ, ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა.

5 და, აჰა, ეზოჲ გარეშე სახლისა გარემო და ჴელსა შინა კაცისასა ლელწამი ზომით წყრთათა ექუსთაჲ წყრთითა და გოჯეულითა; და განზომა წინმოზღუდულობაჲ, სივრცე სწორი ლელწმისაჲ და სიმაღლე მისი სწორი ლელწმისაჲ.

6 და შევიდა ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, შჳდთა შორის აღხარისხულთა და მოზომა თეეაჲ ექუს-ექუსი და ელამი ბჭისაჲ, სწორი ლელწმისაჲ სიგრძე და სწორი ლელწმისაჲ სივრცე. და თეეაჲ სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და ელამი საშუალ ელამისა წყრთეებ ექუს;

7 და თეეი მეორე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და ელამი წყრთათა ხუთთა.

8 და თეეჲ მესამე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ,

9 და ელამი ბჭისაჲ, მახლობელად ელამსა ბჭისასა, წყრთათა რვათაჲ და ელევნი წყრთათა ორთანი და ელამნი შინაგან ბჭისა.

10 და თეენი პირისპირ ბჭისა, სამნი ამიერ და სამნი იმიერ, გზისა კერძ აღმოსავალითისა, და საზომი სამთავე შორის; და საზომი ელამთა შორის ამიერ და იმიერ.

11 და განზომა სივრცე კარისა ბჭისაჲ მის წყრთაებ ათ და სიგრძე ბჭისაჲ წყრთათა ათსამეტთაჲ.

12 და წყრთისა შემოკრებული საზღვარი პირსა წინაშე თეეთასა წყრთისა ერთისაჲ და წყრთისა ერთისა საზღვარი ამიერ და იმიერ და თეეი წყრთათა ექუსთაჲ აქაჲთ და იქით.

13 და განზომა ბჭე წყრთითგან თეეისაჲთ ზღუდისა მიმართ თეეისა სივრცე ოთცდახუთთა წყრთათა; ესე ბჭე ბჭესა ზედა.

14 და ურთავი ელამისა ბჭისაჲ სამეოც წყრთაებ და თეისნი ბჭისაჲ მრგულივ გარემოთა ეზოჲსათა და ურთავი გარეშე ბჭისა.

15 ურთავისა მიმართ ელამისაჲსა შინაგან ბჭისა ერგასის წყრთაებ.

16 და სარკუმელნი დაფარულნი თეჲმთაჲთ კერძო შინაგან და ელამით კერძო, ბჭესა ეზოჲსასა მრგულივ, და ეგრეთვე ელამისა სარკუმელნი მრგულივ, შინაგან და ელამით კერძო, შეწებვით ფინიკნი სამ-სამნი აქეთ და იქით. და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად

17 და, აჰა, კრეტსაბმელები და სუეტები ქმნულები გარვმოჲს ეზოჲსა, ოცთაათები კრეტსაბმელები გარემო სუეტებთა ზედა.

18 და სტოვაები სამხრითკერძოთა ბჭეთასა სიგრძისაებრ ბჭეთაჲსა, პირისპირ

19 გარემო სუეტსა ქუეშე კერძოსა. და განზომა სივრცე ეზოჲსა ურთავითგან ბჭისა გარეშისაჲთ შინაგან ურთავისა კერძ ბჭისა, მხედველისა გარეთ წყრთა ას, მხედველისა აღმოსავალით კერძო,

20 და შემიყვანა მე ჩრდილოდ მიმართ. და, აჰა, ბჭე, მხედველი ჩრდილოთ კერძო ეზოჲსა გარეშისაჲ, და განზომა იგი, სიგრძეცა მისი და სივრცე მისი.

21 და თეი სამნი, სამნი ამიერ და სამნი იმიერ; და ელაჲ და ელამონი და ფინიკნი მისნი და იყო საზომთაებრ ბჭისა, მხედველისათა აღმოსავალით კერძო, ერგასისთა წყრთაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთათა ოცდახუთთაჲ.

22 და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი მისნი და ფინიკნი მისნი, ვითარ-იგი ბჭე, მხედველი აღმოსავალით კერძო, და შჳდთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და ელამმონნი მისნი შინაგან მათსა.

23 და ბჭე ეზოსა შინაგანსა, მხედველი ბჭესა ზედა ჩრდილოჲსასა, ვითარსახედ ბჭისა მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ წყრთაებას.

24 და მიმიყვანა მე გზისა მიმართ სამხრითკერძისა და, აჰა ბჭე, მხედველი სამხრად მიმართ, და განზომა იგი და თეენი და ელანი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ.

25 და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემო, ვითარ-იგი სარკუმელნი ელამისანი, ერგასისთა წყრთათაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთა ოცდახუთთაჲ

26 და შვიდნი აღკიბულნი მისნი და ელამმონნი მისნი შინაგან მისსა და ფინიკნი მისნი, ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევით კერძო.

27 და ბჭე პირისპირ ბჭესა ეზოჲსა შინაგანისასა ჩრდილოდ მიმართ; და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ გზისა სამხრადმიმართისაჲ წყრთაებ ას და სივრცე წყრთაებ ოცდახუთ.

28 და შემიყვანა მე ეზოდ მიმართ უშინაგანესად, ბჭისა მიერ სამხრადმიმართისა, და განზომი ბჭე სამხრადმიმართი საზომთაებრ ამათ.

29 და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონი გარემოჲს ერგასის წყრთაებ-სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.

30 და ელამმონისა გარემოჲსა სიგრძე ხუთთა და ოცთა წყრთათა და სივრცე ხუთთა წყრთათა.

31 და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა მისსა შინა ეზოსა და ფინიკნი მისნი ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევისა მიმართ; და რვანი აღხარისხულნი მისნი აღსავალად მისსა.

32 და შემიყვანა მე უშინაგანესისა მიმართ ბჭისა, მხედველისა გზად აღმოსავალით კერძოდ, და განზომა იგი საზომთაებრ ამათ.

33 და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემოჲს ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.

34 და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა შინა ეზოსა და ფინიკნი ელევთა ზედა მისთა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხვანი მისნი.

35 და შემიყვანა მე ბჭისა მიმართ ჩრდილოჲთკერძისა და განზომა საზომთაებრ ამათ.

36 და თეენი და ელევნი და ელამმონნი და სარკუმელნი მისნი გარემოჲს; და ელამმონნი მისსა გარემო ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი, და სივრცე მისი - ოცდახუთ წყრთაებ.

37 და ელამმონნი მისნი ეზოსა შინა გარეშესა და ფინიკნი ელევისა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხულნი მისნი.

38 და კრეტსაბმელნი მისნი და თითოეულისა კრეტსაბმელისა იყო კარი და ელამმონნი მისნი კართა ზედა ბჭეთასა. და მუნ რცხედ ყოვლადდასაწუელთა.

39 ხოლო წინაკარსა თანა ბჭისასა ორნი ტაბლანი ამიერ და იმიერ, ტაბლანი ამიერ მეორისა გამოსადინელისა, რაჲთა დაიკლოდიან მათ ზედა ყოვლადდასაწუელი და ცოდვისა ძლითნი და უმეცრებისა ძლითნი.

40 და სამხრით კერძო სადინელისა ყოვლადდასაწუელთაჲსა, კარსა თანა ბჭისა მხედველისასა ჩრდილოჲთ კერძო, ორნი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო; სამხრით კერძო მეორისა ელამისაჲსა და ბჭისა ორნი ტაბლანი აღმოსავალით კერძო; და რვანი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო,

41 ოთხნი ტაბლანი ამიერ და ოთხნი ტაბლანი იმიერ, სამხრით კერძო ბჭისაჲთ რვანი ტაბლანი მსხუერპლთანი; მათ ზედა დაკლნიან საკლველნი ყოვლადდასაწუელთანი წინაშე რვათა ტაბლათასა.

42 და ოთხნი ტაბლანი ყოვლადდასაწუელთანი ქვისანი, გამოთლილნი სიგრძით წყრთა და ნახევარ, და სივრცით წყრთა და ნახევარ, და წყრთა ერთ სიმაღლით; მათ ზედა დადვან ჭურჭლები, რომელთა მიერ დაკლიან მუნ ყოვლადდასაწუელები.

43 და გისოსი გოჯეულსა მქონებელი, გამოთლილსა შინაგან მრგულივ და ტაბლასა ზედა, ზენაკერძო სართულნი დამფარველად წჳმისაგან და სიჴმელისაგან.

44 და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, საყდარნი ორნი გზათანი ეზოსა შინა უშინაგანესსა, ერთი სამჴრით კერძო ბჭისა, მხედველისა ჩრდილოდ მიმართ, და მეორე ჩრდილოდ კერძო ბჭისა, მხედველისა სამხრისა მიმართ.

45 და თქუა ჩემდამო: საყდარი ესე, მხედველი სამხრად მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა სახლისასა. და საყდარი, მხედველი ჩრდილოდ მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა საკურთხეველისასა; იგინი არიან ძენი სადუკისნი, მიახლებულნი ლევისგან უფლისა მიმართ მსახურებად მისსა.

46 და განზომა ეზოჲ სიგრძით წყრთათა ასთაჲ და სივრცით წყრთათა ასთაჲ ოთხთა ზედა კერძოთა მისთა და საკურთხეველი დამართებით სახლისა.

47 და შემიყვანა მე ელამად მიმართ სახლისა და განზომა; და განზომეს ელამი, წყრთათა ხუთთა სივრცე ამიერ, და ხუთთა წყრთათაჲ იმიერ, და სიბრტყე სიფართისა წყრთათა ათოთხმეტთაჲ, და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

48 და სივრცე სიფართისაჲ წყრთათა ათოთხმეტთაჲ და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

49 და სიგრძე ელამისაჲ წყრთათა ოცთაჲ და სივრცე წყრთათა ათერთმეტთაჲ; და ათთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და სუეტნი იყვნეს ელამსა ზედა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ.

<< ← Prev Top Next → >>