Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ.

2 და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ.

3 წინამძღურისა მით, რამეთუ თჳთ წინამძღუარი დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა; გზისაგან ელამისა ბჭისა შევიდეს და მისვე გზისაგან გამოვიდეს.

4 და შემიყვანა მე გზისა მიერ გზისა მიმართ, ჩრდილოდმიმართისა, წინაშე სახლისა; და ვიხილე და აჰა სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი უფლისაჲ და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

5 და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, დააწესე გულსა შენსა და იხილე თუალითა შენითა და ყურითა შენითა ისმინენ ყოველნი, რაოდენთა მე ვიტყჳ შენ თანა ყოველთაებრ სამართალთა სახლისა უფლისათა და ყოველთა შჯულვილთა მისთა. და დააწესო გული შენი გზასა ზედა სახლისასა ყოველთაებრ გამოსავალთა მისთა, შორის ყოველთა წმიდათა.

6 და სთქუა სახლისა მიმართ განმამწარებელისა, სახლისა მიმართ ისრაილისა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი, - კმა არს თქუენდა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა, სახლო ისრაილისაო,

7 შეყვანებად თქუენდა ძეთა უცხონათესავთასა და წინადაუცვეთელთა გულითა და წინდაუცვეთელთა ჴორცითა ქუეყანად, წმიდათა შორის ჩემთა, რაჲთა შეაგინებდენ სახლთა ჩემთა ესენი, ვითარ მორთუმასა შინა თქუენგან პურთა ჩემთასა, ჴორცთა, ცმელსა და სისხლსა. და გარდაჰჴდებით აღთქუმასა ჩემსა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა.

8 და არ დაიცევით დაცვაჲ წმიდათა ჩემთაჲ და განაწესენით თქუენ ცვად მცველნი წმიდათა შორის ჩემთა.

9 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ყოველი ძე უცხო ნათესავი, წინდაუცვეთელი გულითა და წინდაუცუეთელი ჴორცითა, არა შევიდეს წმიდათა მიმართ ჩემთა, ყოველთა შორის ძეთა უცხო ნათესავთასა, საშუალ სახლისა ისრაილისასა.

10 არამედ ლევიტელთა, განშორებულთა ჩემგან ცთომასა შინა ძეთა ისრაილისათა, ცთომილთასა ჩემგან უკანა გულისზრახვათა მათთაჲსა, მიიღონ შეურაცხება მათი.

11 და იყვნეს სიწმიდესა შინა ჩემსა მსახურნი, მეკარენი ბჭეთა ზედა სახლისათა, და მსახურნი სახლისათანი, ესენი დაჰკლვიდეს ყოვლადდასაწუელსა და მსხუერპლსა ერისასა, და ესენი დგეს წინაშე მისსა მსახურებად მისსა,

12 მის წილ, რომელ ჰმსახურებდეს იგინი წინაშე კერპებისა მათისა; და იქმნეს სახლისა ისრაილისა ტანჯვა სიცრუჲს, ამისთჳს აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიღონ უსჯულოება მათი;

13 და არ მომეახლებიან ჩემდამო მღდელობად ჩემდა, არცა შეეხნენ ყოველთა წმიდათა ძეთა ისრაილისათასა, არცა ყოველთა წმიდათა წმიდათა ჩემთასა, და მიიღონ შეურაცხება თავთა მათთაჲ და საძაგელებანი თავთა მათთანი ცთომასა შინა, რომელსა სცთეს.

14 დააწესნენ იგინი ცვად საცავთა სახლისა ჩემისათა, ყოველსა კუთნვასა მისსა და ყოველთა მიმართ ქმნადთა მას შინა.

15 ხოლო მღდელნი ლევიტელნი, ძენი სადუკისნი, რომელთა დაიცვნეს საცავნი წმიდათა ჩემთანი, ოდეს შესცთეს ძენი ისრაილისანი ჩემგან, იგინი მომეახლნენ ჩემდამო მსახურებად ჩემდა და დადგენ წინაშე პირსა ჩემსა შეწირვად ჩემდა მსხუერპლისა, ცმელსა და სისხლსა, იტყჳს ადონაი უფალი.

16 იგინი შემოვიდოდიან სიწმიდედ ჩემდა, და იგინი მოუჴდებოდიან ტრაპეზისა მიმართ ჩემისა მსახურებად ჩემდა, დაცვად საცავთა ჩემთა.

17 და იყოს შემოსლვასა მათსა ბჭეთა ეზოჲსა შინაგანისასა სამოსელთა სელისათა შეიმოსდენ და არ შეიმოსდენ მატყლიერთა მსახურებასა შინა მათსა ბჭითგან უშინაგანესისა ეზოჲსაჲთა.

18 კიდარნი სელისანი აქუნდენყე თავთა ზედა მათთა და წჳვისგარემონი სელისანი აქუნდენ წელთა ზედა მათთა და არ მოირტყმიდენ მჭირსიედ.

19 და გა-რაჲ-ვიდოდიან იგინი გარეშედ ეზოდ ერისა მიმართ, განიძარცუვიდენ შესამოსელთა მათთა, რომელთა მიერ ჰმსახურებენ მათ, და დასხმიდენ მათ საყდრებისა შორის წმიდათაჲსა და შეიმოსდენ სამოსელთა სხუათა. და არა წმიდა-ვყო ერი შესამოსელთა მათთა მიერ.

20 და თავთა მათთა არა იპარსვიდენ და ვარჯთა მათთა არ აღიმცირებდენ, დამბურველნი დაიბურვიდენ თავთა მათთა.

21 და ღჳნოსა ნუ სუამნ ყოველი მღდელი შესლვასა შინა მათსა უშინაგანესად ეზოდ.

22 და ქურივი და განტევებული არ მიიყვანონ თავისა მათისა ცოლად, არამედ ქალწული თესლისაგან სახლისა ისრაილისა, და ქურივი უკეთუ იყოს მღდელისაგან, მიიყვანებდენ.

23 და ერსა ჩემსა ასწავებდენ შორის წმიდისა და ხენეშისა და შორის უბიწოჲსა და ბიწიანისა. აუწყებდენ მათ

24 და სასჯელსა შინა სისხლისასა ესენი დადგენ განსჯად; სამართალთა ჩემთა განამართლებდენ და საშჯელთა ჩემთა შჯიდენ და შჯულთა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ყოველთა შინა დღესასწაულთა ჩემთა დაიცვიდენ და შაბათთა ჩემთა წმიდა-ჰყოფდენ.

25 და მძორსა ზედა კაცისასა არა შევიდენ შემწიკულებად, არამედ მამასა ზედა, და დედასა, და ძესა ზედა, და ასულსა, და ძმასა ზედა და დასა მისსა, რომელი არა ქმნილ იყოს ქმრისად, შეიმწიკულეს.

26 და შემდგომად განწმედისა მისისა შჳდნი დღენი აღურიცხუნეს თავსა თჳსსა.

27 და დღესა რომელსაცა შევიდოდეს წმიდად მიმართ უშინაგანესად ეზოდ მსახურებად წმიდასა შინა, მოიღონ სალხინებელი, - იტყჳს ადონაი უფალი.

28 და იყოს მათდა სამკჳდრებელად, მე - სამკჳდრებელ მათდა, და დასაპყრობელი მათი არა მიეცეს ძეთა შორის ისრაელისათა, რამეთუ მე ვარ დასაპყრობელ მათდა.

29 და მსხუერპლთა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა იგინი ჭამდენ, და ყოველი განაჩინები ისრაჱლისა შორის მათდა იყოს.

30 დასაბამნი ყოველნი და პირმშონი ყოველნი და მოღებულნი ყოველნი ყოველთაგან დასაბამთა თქუენთა მღდელთად იყვნენ; და პირველი ნაშრომი თქუენი მიეცით მღდელსა დადებად კურთხევანი სახლთა ზედა თქვენთა.

31 და ყოველი მძორი და ნამჴეცავი მფრინველთაგან და საცხოვართაგან არა ჭამონ მღდელთა.

<< ← Prev Top Next → >>