Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ბჭე იგი ეზოსა შინა შინაგანსა, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, იყოს დაჴშულ ექუსთა დღეთა საქმისათა, ხოლო დღესა შინა შაბათთასა განეღებოდის და დღესა ახალთთჳსასა განეღებოდის.

2 და შევიდეს წინამძღუარი გზისაგან ელამისა ბჭისა მის გარეშისა, და დადგეს წინაკართა ზედა ბჭისათა, და ჰყოფდენ მღდელნი ყოვლადდასაწუელთა მისთა, და მაცხოვარებისა მისისათა და თაყუანის-სცეს წინაკარსა ზედა ბჭისასა. და შევიდეს და არა დაეჴშას ბჭე ვიდრე მწუხრამდე.

3 და თაყვანის-სცეს ერმან ქუეყანისამან წინაკართა თანა მის ბჭისათა შაბათთა შინა და ახალთუეთა წინაშე უფლისა.

4 და ყოვლადდასაწუელნი მოართუნეს წინამძღუარმან უფლისა დღესა შინა შაბათთასა: ექუსნი ტარიგნი უბიწონი და ვერძი უბიწოჲ

5 და მანააჲ, ჳფი ვერძსა და ტარიგთა მსხუერპლი, საცემელი ჴელისა თჳსისაჲ, და ზეთისა ინი ცხობილსა.

6 და დღესა შინა ახალთთჳსასა ჴბოჲ ერთი მროწეულით უბიწოჲ და ექუსნი ტარიგნი და ვერძი უბიწონი იყვნენ.

7 და ცხობილი ჴბოსა და ცხობილი ვერძსა ეყოს მანააჲ, და ტარიგთა მათ, ვითარ-იგი ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა.

8 და შესლვასა შინა წინამძღუარისასა გზით ელამისა ბჭისაჲთ შევიდეს და მითვე გზით ბჭისაჲთ გამოვიდეს.

9 და ოდეს შევიდოდის ერი ქუეყანისაჲ წინაშე უფლისა დღესასწაულთა შინა, შემავალი გზისაგან ბჭისა ჩრდილოჲთკერძისა, თაყუანის-ცემად გამოვიდეს გზისაგან ბჭისა სამხრადმიმართისა, და შემავალი, გზისაგან ბჭისა სამხრითკერძოჲსა გამოვიდეს გზისაგან ბჭისა ჩრდილოთმიმართისა, და არა მიიქცეს გზად მიმართ ბჭისა, რომელსა შევიდა, არამედ დამართით მისსა განვიდეს.

10 და წინამძღუარი იგი საშუალ მათსა შესლვასა შინა მათსა შევიდეს მათ თანა და გამოსლვასა შორის მათსა გამოვიდეს.

11 დღესასწაულთა და კრებათა იყოს მსხუერპლი: ჳფი ზუარაკსა და ჳფი ვერძსა და ტარიგთა, ვითარსახედცა ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა თანა.

12 ხოლო უკეთუ უქმნას წინამძღუარმან ნეფსითი ყოვლადდასაწუელი მაცხოვარებისაჲ უფალსა და განუღოს თავსა თჳსსა ბჭე, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, და ქმნას ყოვლადდასაწუელი მისი და მაცხოვარებისა მისისანი, ვითარსახედ ჰყოფს დღესა შინა შაბათისასა, და გამოვიდეს და დაჰჴშნეს კარნი შემდგომად გამოსლვისა მისისა.

13 და ტარიგი წელიწდეული უქმნას ყოვლადდასაწუელად უბიწოდ დღითი დღე უფალსა და განთიად-განთიად ქმნას იგი.

14 და მანააჲ ქმნას მას ზედა განთიად-განთიად მეექუსე საწყევოსა და ზეთი მესამედი ინისა შესუარვად სემიდალი მანაად უფლისა, ბრძანებად საუკუნოდ.

15 მარადის ჰყვით ტარიგი, მანააჲ და ზეთი, ყავთ განთიად ყოვლადდასაწუელი სამარადისოდ.

16 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ სცეს წინამძღუარმან საცემელი ერთსა ძეთაგანსა მისსა სამკჳდრებელისაგან მისისა, იგი ძეთა მისთად იყავნ, დასაპყრობელ მათდა არს იგი სამკჳდრებელი.

17 ხოლო უკუეთუ სცეს საცემელი სამკჳდრებელისაგან მისისა ერთსა ყრმათა მისთაგანსა, და იყოს მისსა ვიდრე წიაღამდე მიტევებისა, და უკუნეცეს წინამძღუარსა თჳნიერ სამკჳდრებელისა ძეთა მისთაჲსა, მათდა იყოს.

18 და არა მოიღოს წინამძღუარმან სამკჳდრებელისაგან ერისა მისისა მიმძლავრებად მათდა, დასაპყრობელისაგან მათისა, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, დაუმკჳდროს ძეთა მისთა, რაჲთა არ განიბნიოს ერი ჩემი თითოეული დასაპყრობელისაგან თჳსისა.

19 და შემიყვანა მე შესავალისა მიერ ჩრდილოჲთკერძისა ბჭისასა, საყდრისა მიმართ წმიდისა წმიდათასა მღდელთაჲსა, მხედველისა ჩრდილოჲთ კერძო, და აჰა, მუნ ადგილი განშორებულ ზღჳთ კერძო.

20 და თქვა ჩემდამო: ესე ადგილი არს, სადა შეაგბიან მუნ მღდელთა უმეცრებისა ძლითნი და ცოდვისა ძლითნი, და მუნ შემზადიან მანააჲ, ყოვლადვე არგამოღებად გარეშესა ეზოსა წმიდა-ყოფად ერისა.

21 და განმიყვანა მე გარეშედ ეზოდ და მომავლო მე ოთხთავე კერძოთა ეზოსათა, და, აჰა, ეზოჲ კედელსა თანა ეზოჲსა, თითოეულსა კედელსა ეზოჲ.

22 ოთხთავე თანა კედელთა ეზოჲსათა და ეზონი მცირენი სიგრძით წყრთათა ორმეოცთანი და სივრცით წყრთათა ოცდაათთანი, საზომი ერთი ოთხთაჲვე.

23 და საყდარნი მრგულივ ოთხთავე მათ შინა და სამზარეულოჲ, ქმნილი ქუეშე კერძო საყდართასა მრგულივ.

24 და თქუა ჩემდამო: ესე სახლნი სამზარაულოთანი, სადა შეაგბიან მუნ მსახურთა სახლისათა მსხუერპლნი ერისანი.

<< ← Prev Top Next → >>