Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 მეამესა შორის წელსა მეფობისა იოაკიმისსა, მეფისა იუდაჲსსა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, იერუსალიმად და მოადგა მას.

2 და მისცა უფალმან ჴელსა შორის მისსა იოაკიმ, მეფე იუდაჲსაჲ, და კერძოჲ ჭურჭელთა სახლისა უფლისათაჲ, და შთაიხუნა იგინი ქუეყანად სენაარად, სახიდ ღმრთისა მისისა, და ჭურჭელნი შეიხუნა სახიდ საუნჯისა ღმრთისა თჳსისა.

3 და ჰრქუა მეფემან ასფანაქს, საჭურისმთავარსა თჳსსა, შეყვანებად ძეთაგან ტყუეობისა ისრაილისა და თესლისაგან მეფობისა და ფორთომმინთაგან

4 ჭაბუკთა, რომელთა არა იყოს მათ შორის ბიწი, და შუენიერთა ხილვითა და გულისხმიერთა ყოველსა შინა სიბრძნესა და მცოდნელთა მეცნიერებასა, და განმგონებელთა ცნობასა, რომელთა იყო მთავარშესატყჳსობაჲ მათ შორის დგომად სახლსა შინა მეფისასა, და სწავლად მათდა ნაწერნი და ენაჲ ქალდეველთაჲ.

5 და განუწესა მათ მეფემან დღისაჲ-დღითიდღედი ტაბლისაგან მეფისა, და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა და ზრდად მათდა სამ წელს და შემდგომად ამათსა დადგინებად მათდა წინაშე მეფისა.

6 და იყო მათ შორის ძეთა იუდაჲსათა: დანიილ, და ანანია, და აზარია და მისაელ.

7 და ზედ დაჰსხნა მათ საჭურისთმთავარმან სახელნი დანიელსა - ვალტასარ, და ანანიასა სედრაქ, და მისაილსა - მისაქ, და აზარიასა აბედნაქო.

8 და დაიდვა დანიილმან გულსა შორის თჳსსა, რაჲთა არა იუსიტყოს ტაბლისაგან მეფისა და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა, და ევედრა საჭურისთმთავარსა, რაჲთა არა სცეს მისგან.

9 და მისცა ღმერთმან დანიელს წყალობაჲ და შეწყნარება წინაშე საჭურისთმთავარისა

10 და ჰრქუა საჭურისთმთავარმან დანიილსა: მეშინის მე უფლისა ჩემისა მეფისა, დამაწესებელისა საჭმელსა თქუენსა და სასუმელსა. ნუსადა იხილნეს პირნი თქუენნი მჭმუნვარენი უფროს ყრმათა თანმოჰასაკეთა თქუენთასა და დასაჯოს თავი ჩემი მეფემან.

11 და თქუა დანიელმან ამელსადის მიმართ, რომელი დაადგინა საჭურისთმთავარმან დანიილის ზედა, ანანია, მისაილ და აზარიაჲსსა:

12 და გამოცადენ მონანი შენნი დღეთა ათთა, და მომეცემოდენ ჩუენ თესლთაგან, და ვჭამდეთ და წყალსა ვსუმიდეთ.

13 და იხილნედ წინაშე შენსა სახენი ჩუენნი, და სახენი ყრმათა მჭამელთანი ტაბლასა მეფისასა, და ვითარსახედცა იხილო, ქმენ ყრმათა შენთა თანა.

14 და ისმინა მათი სიტყჳსა ამისებრ და გამოცადნა იგინი ათთა დღეთა შინა.

15 და შემდგომად დასრულებისა ათთა დღეთასა იხილვნეს სახენი მათნი კეთილებ და ძლიერებ ჴორცნი უფროს ყოველთა მჭამელთასა ტაბლასა მეფისასა.

16 და იყო ამელსად აღმღებელი სერისა მათისა და ღჳნისა სასუმელისა მათისაჲ, და მისცემდა მათ თესლთა, და ყრმათა ოთხთა.

17 მისცა მათ ღმერთმან გულისხმის-ყოფაჲ და ცნობაჲ ყოველსა შინა ღრამმატიკოსობასა და სიბრძნესა. და დანიილ შეატყუებდა ყოველსა შორის ხილვასა და ძილისშორისსა.

18 და შემდგომად დასრულებისა დღეთაჲსა, რომელნი თქუნა მეფემან შესაყვანებელად მათდა, და შეიყვანნა იგინი საჭურისთმთავარმან წინაშე ნაბუქოდონოსორისსა,

19 და უბნობა-ყო მათ თანა მეფემან, და არა იპოვნეს ყოველთა მათგან მსგავსნი დანიილ და ანანია და მისაილ და აზარიაჲსნი, და დადგეს წინაშე მეფისა,

20 და ყოველსა შინა სიტყჳსა სიბრძნისა და ზედმიწევნულობისასა, რომელნი იძინა მათგან მეფემან, პოვნა იგინი ათწილქმნილნი უფროს ყოველთა მსახრვალთა და მოგუთა, მყოფთა ყოველსა შორის მეფობასა მისსა.

21 და იქმნა დანიილ ვიდრე წლამდე ერთად კჳროზ მეფის პირველისა.

<< Prev Top Next → >>