Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 მე, ნაბუქოდონოსორ, წარმართებით ვიყავ სახლსა შორის ჩემსა და კეთილმყუავან საყდარსა ზედა ჩემსა.

2 ძილისშორისი ვიხილე და შემაშინა მე. და შევშფოთენ საწოლსა ზედა ჩემსა და ხილვათა თავისა ჩემისათა აღმაშფოთეს მე.

3 და ჩემ მიერ დაიდვა რწმენაჲ შემოყვანებად წინაშე ჩემსა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა, რაჲთა თანშეტყუებაჲ ძილისშორისისაჲ მაუწყონ მე.

4 და შემოვიდოდეს მსახრვალნი, მოგუნი, ღაზარისნი, ქალდეველნი, და ძილისშორისი მე ვთქუ წინაშე მათსა, და თანშეტყუება მისი არა მაუწყეს მე,

5 ვიდრე არა სხუაჲ ვინმე შემოვიდა წინაშე ჩემსა დანიილი, რომლისა სახელი ვალტასარ, სახელისაებრ ღმრთისა ჩუენისა, რომელსა სული ღმრთისა წმიდაჲ აქუს მის შორის და მე ძილისშორისი წინაშე მისსა ვთქუ.

6 ვალტასარ, მთავარო მსახრვალთაო, რომლისა მე უწყი, ვითარმედ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის და ყოველი საიდუმლო არშეუძლებელ არს შენდა, ისმინე ხილვაჲ ძილისშორისისაჲ, რომელი ვიხილე და თანშეტყუება მისი მითხარ მე.

7 და ხილვანი თავისა ჩემისანი საწოლსა ჩემსა ზედა, ვხედევდ, და, აჰა, ხე შორის ქუეყანისა და სიმაღლე მისი მრავალ.

8 განდიდნა ხე და განძლიერდა; და სიმაღლე მისი მისწუდა ვიდრე ცამდე და სივრცე მისი კიდეთა ყოვლისა ქუეყანისათა,

9 ფურცელნი მისნი შუენიერებ და ნაყოფი მისი მრავალ, და საზრდელი ყოველთაჲ მის შორის და მის ქუეშე დაიმკჳდრებდეს მჴეცნი ველურნი და რტოთა მისთა შორის მყოფობდეს მფრინველნი ცისანი, მისგან იზრდებოდა ყოველი ჴორცი.

10 ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა სარეცელსა ზედა ჩემსა, და, აჰა, ირისე და წმიდაჲ ცით გამო გარდამოვიდა,

11 და ჴმა-ყო ძალისა თანა და ესრეთ თქუა: მოჰკუეთეთ ხე ეგე და მოჰკაფენით რტონი მისნი და შთამობერტყენით ფურცელნი მისნი და განაბნიენით ნაყოფნი მისნი! შეიძრნედ მჴეცნი ქუეშე კერძო მისსა და მფრინველნი რტოთაგან მისთა,

12 თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა შორის ქვეყანისა მიუშჳთ და საკრველისა შორის რკინისა და რვალისაჲსა და მწუანვილისა შორის გარისა და ცუარისა შორის ცისაჲსა სადგურიანობდეს; და მჴეცთა თანა ნაწილი მისი თივასა შორის ქუეყანისასა.

13 გული მისი კაცთაგან იცვალოს და გული მჴეცისა მოეცეს მას. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

14 თანშეტყუებისა მიერ ირისე სიტყუაჲ და თქმული წმიდათაჲ ზედნაკითხი, რაჲთა ცნან ცოცხალთა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, ვისიცა სთნდეს, მისცემს მას და შეურაცხებაჲ კაცთაჲ აღადგინის მის ზედა.

15 ესე ძილისშორისი ვიხილე მე, მეფემან ნაბუქოდონოსორ, და შენ, ვალტასარ, თქუ შეტყუება წინაშე, რამეთუ ყოველნი ბრძენნი მეფობისა ჩემისანი ვერ შემძლებელ არიან თანშეტყუებასა მისსა ცხად-ქმნად ჩემდა, ხოლო შენ, დანიელო, ძალ-გიც, რამეთუ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის.

16 მაშინ დანიილ, რომლისა სახელი ვალტასარ, დაყმუნდა ვითარ ჟამ ერთ და გულისზრახვანი მისნი შეაშფოთებდეს მას. და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ვალტასარ, ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ნუ აგაჩქარებენ შენ. და მიუგო ვალტასარ და თქვა: უფალო, ძილისშორისი ესე მოძულეთა შენთა და თანშეტყუება მისი მტერთა შენთა.

17 ხე, რომელ იხილე განდიდებული და განძლიერებული, რომლისა სიმაღლე მისწუთა ცამდე, და სივრცე მისი ყოვლისა ქუეყანისადმი,

18 და ფურცელნი მისნი კეთილმცენნი, და ნაყოფი მისი მრავალ და საზრდელი ყოველთა მის შორის, ქუეშე მისსა მკჳდრ იყუნეს მჴეცნი ველურნი და რტოთა შორის მისთა მყოფობდეს მფრინველნი ცისანი,

19 შენ ხარ, მეფე, რამეთუ განსდიდენ და განძლიერდი და სიდიდე შენი განდიდნა და მისწუდა ცად მიმართ და უფლება შენი კიდეთა მიმართ ქუეყანისათა.

20 და რამეთუ იხილა მეფემან ირისე და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცისაგან, და თქუა: დაკაფეთ ხე და განხრწენით იგი, თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა ქუეყანისა შორის აცადეთ და საკრველისა მიერ რკინისა და რვალისაჲსა, და მწუანვილითა გარისაჲთა და ცუარისა მიერ ცისაჲსა სრულიად გუარიანობდეს, და მჴეცთა თანა ველურთა ნაწილი მისი, ვიდრე არა შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.

21 ესე თანშეტყუება მისი, მეფე, და თანშეტყუება მაღლისა არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა.

22 და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი. და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ და ცუარისაგან ცისა სხეული შენი შეიღებოს. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდის სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, რომლისაჲცა სთნდის, მისცის იგი.

23 და რამეთუ თქუა: აცადოთ მორჩი ძირთა ხისათაჲ. მეფობა შენი შენ გიგებდეს, ვიდრემდის სცნობდე ჴელმწიფებასა ზეციერსა.

24 ამისთჳს, მეფე, განზრახვაჲ ჩემი სათნო-გეყავნ შენ. და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იჴსნენ და უსამართლოებანი შენნი შეწყნარებითა დავრდომილთა თანა, ნუუკუე სულგრძელ ექმნის შეცოდებათა შენთა.

25 ესე ყოველნი მოიწინენ ნაბუქოდონოსორსა ზედა მეფისასა,

26 შემდგომად ათორმეტთა თთუეთასა ტაძარსა შინა მეფობისა მისისასა ბაბილონს შინა მავალ იყო.

27 და მიუგო მეფემან და თქუა: არა ესე არსა ბაბილონი დიდი, რომელი მე აღვაშენე სახლად სამეუფოდ სიმტკიცისა მიერ ძალისა ჩემისაჲსა პატივად დიდებისა ჩემისა?

28 ვიდრე იყოღა სიტყჳსა პირსავე შინა მეფისასა ყოფასა, ჴმაჲ წამებდა ზეცით: შენ გერქუმის ნაბუქოდონოსორ მეფე; მეფობა შენი წარჴდა შენგან,

29 და კაცთაგან განგდევნონ შენ, და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრე არა სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობასა კაცთაჲსა და, რომლისა სთნდეს, მისცემს მას.

30 მასვე ჟამსა სიტყუაჲ შესრულდა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა, ვითარცა ზროხა, ჭამდა, და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღებვოდა, და თმანი მისნი, ვითარცა ლომთანი, განდიდნეს, და ფრჩხილნი მისნი, ვითარცა მფრინველთანი.

31 და შემდგომად დღეთასა მე, ნაბუქოდონოსორ, თუალნი ჩემნი ცად მიმართ აღვიხუენ და გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და მაღალი ვაკურთხე, და მცხოვნი საუკუნოდ ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, და მეფობა მისი ნათესავად და ნათესავად.

32 და ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი, ვითარცა არარა, შეირაცხნეს და ნებისაებრ მისისა ჰყოფს ძალსა შორის ცისასა და მკჳდრობასა შორის ქუეყანისასა და არა არს, რომელი წინადაუდგეს ჴელსა მისსა და ჰრქუას მას: რაჲ ჰყავ?

33 მას ჟამსა გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და პატივად მეფობისა ჩემისა მოვედ, და შესახედავი ჩემი მოიქცა ჩემ ზედა, და მძლავრნი ჩემნი და დიდებულნი ჩემნი მეძიებდეს მე, და მეფობასა ჩემსა ზედა განვმტკიცენ, და სიდიდე უმეტესი მომემატა მე.

34 აწ მე, ნაბუქოდონოსორ, ვაქებ და ზეშთა ავამაღლებ და ვადიდებ მეფესა ცისასა, რამეთუ ყოველნი საქმენი მისნი ჭეშმარიტებ და ალაგნი მისნი მსჯავრ, და ყოველთა მავალთა ამპარტავანებით შემძლებელ არს დამდაბლებად.

<< ← Prev Top Next → >>