Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1

2 და სათნო იქმნა წინაშე დარიოს მეფისა და დაადგინნა სამეფოსა ზედა სატრაპესნი ასოცნი ყოფად იგინი ყოველსა შინა მეფობასა მისსა

3 და ზედაჲთ მათსა მეწესენი სამნი და იყო დანიელ ერთი მათგანი, რაჲთა მათ მისცემდენ სატრაპესნი სიტყუასა, და არა შფოთებდეს მეფე.

4 და იყო დანიელ ზეშთამძლეველ ზეშთა მეწესეთა და სატრაპესთა პირისპირ, რამეთუ სული მეტი იყო მის შორის.

5 და მეფემან დაადგინა იგი ყოველსა ზედა მეფობასა მისსა. და მეწესენი და სატრაპესნი ეძიებდეს პოვნად მიზეზსა ძჳნად დანიელისსა მეფობისაგან. და ყოველი მიზეზი და ცთომაჲ ვერ პოეს ძჳნად მისსა, რამეთუ სარწმუნო იყო.

6 და თქუეს მეწესეთა მათ: ვერ ვპოოთ მიზეზი ძჳნად დანიილისა თჳნიერ შჯულიერთა შორის ღმრთისა მისისა თანა.

7 მაშინ მეწესენი სატრაპესნი წარმოუდგეს მეფესა და ჰრქუეს მას: დარიე მეფე, საუკუნეთა ცოცხლებდ!

8 თანაზრახვა-ყვეს ყოველთა სპათმთავართა და სატრაპესთა მეფობისა შენისა ზედა და ჳპატოსთა, და ადგილისმთავართა დადგინებად დგომათა მეფობრივითა და განძლიერებად განსაზღვრა, რაჲთა რომელმანცა ითხოოს თუ თხოაჲ ყოვლისაგანვე ღმრთისა და კაცისა ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შევარდეს მღჳმესა ლომთასა.

9 აწ, უკუე, მეფე, დაადგინე განსაზღურება და დაწერე წერილი, რაჲთა არა შეიშალოს რწმენა მიდთა და სპარსთა.

10 მაშინ მეფემან დარიოს ბრძანა დაწერად რწმენაჲ.

11 და დანიელმან, ვითარცა ცნა, ვითარმედ დაიწერა რწმენაჲ, შევიდა სახიდ თჳსსა, და სარკმელნი განღებულ მისდა ქორედთა შორის მისთა დამართით იერუსალიმისა, და ჟამთა დღისათა სამთა იყო მოდრეკილ მუჴლთა ზედა მისთა და მლოცველ და აღმსაარებელ წინაშე ღმრთისა მისისა, ვითარცა იყვის მოქმედი წინაპარ.

12 მაშინ კაცთა მათ დაუმზირეს და პოეს დანიილი მოქენედ და მვედრებლად წინაშე ღმრთისა თჳსისა.

13 და მოსრულნი ეტყჳან მეფესა: მეფე, არა განსაზღურებაჲ დააწესეა, რაჲთა ყოველმან კაცმან, რომელმანცა ითხოოს ყოვლისაგან ღმრთისა და კაცისა სათხოველი ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შთავარდეს მღჳმესა ლომთასა? და თქუა მეფემან: ჭეშმარიტ არს სიტყუა და რწმენაჲ მიდთა და სპარსთაჲ და არა წარჴდეს.

14 მაშინ მიუგეს და თქუეს წინაშე მეფისა: დანიელ ძეთაგანი ტყუეობისა იუდაჲსთაჲ არა ერჩდა რწმენასა შენსა განსაზღურებისათჳს, რომელ დააწესე, და ჟამთა დღისათა სამთა ითხოვს ღმრთისაგან თჳსისა თხოათა მისთა.

15 მაშინ მეფესა ვითარცა ესმა სიტყუა, ფრიად შეწუხნა მის ზედა და დანიილისათჳს იღუწიდა, ვითარ განარინოს იგი, და ვიდრე მწუხრამდე ღუაწლსა შინა იყო განრინებად მისსა.

16 მაშინ კაცთა მათ მიუგეს მეფისა მიმართ: უწყოდე, მეფე, ვითარმედ რწმენისა მიდთა და სპარსთაჲსა ყოვლისათჳს განსაზღურებისა დადგომასა, რომელიცა მეფემან დაადგინოს, არ ჯერ-არს გარდაცვალება.

17 მაშინ მეფემან თქუა, და მოიყვანეს დანიელი და შთააგდეს იგი მღჳმესა ლომთასა. და ჰრქუა მეფემან დანიილსა: ღმერთმან შენმან, რომლისა შენ მიმდემად მკუთნველ ხარ, მან განგარინენ შენ.

18 და მოიღეს ლოდი დიდი და დასდვეს პირსა ზედა მღჳმისასა. და დაჰბეჭდა მეფემან ბეჭდისა მიერ მისისა და ბეჭდისა მიერ დიდებულთა მისთაჲსა, რაჲთა არ შეიცვალოს საქმე დანიელის ზედა.

19 და წარვიდა მეფე სახიდ თჳსსა და დაწვა უსეროდ, და სანოაგენი არა მოართუნეს მას, და ძილი განეყენა მისგან. და დაჴშნა ღმერთმან პირნი მათ ლომთანი და არა შეეხნეს დანიელს.

20 მაშინ მეფე აღდგა განთიად სანთლითა და სწრაფისა მიერ მოვიდა მღჳმესა მას ლომთასა.

21 და მიახლებასა მისსა მღჳმისა მიმართ, ჴმა-უყო დანიილსა ძლიერითა ჴმითა. და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიელს: დანიილ, მონაო ღმრთისა ცხოველისაო, ღმერთმან შენმან, რომლისა განმკუთვნელ ხარ მიმდემად, უკეთუ შეუძლო განრინებაჲ შენი პირისაგან ლომთასა?

22 და ეუბნა დანიელ მეფესა და თქუა: მეფე, საუკუნეთა ცოცხლებდ!

23 ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი და დაჴშნა პირნი ლომთანი და არა განმრყუნეს მე, რამეთუ წინაშე მისსა სიწრფოება ჩემი იპოვა და წინაშე შენსაცა, მეფე, შეცოდება არა ვყავ.

24 მაშინ მეფე მრავლად მხიარულ იქმნა მის ზედა და დანიილისი თქუა აღმოყვანება მღჳმისაგან. და აღმოყვანებულ იქმნა დანიილ მღჳმით. და ყოველი განხრწნილება არა იპოვა მის თანა, რამეთუ ჰრწმენა ღმრთისა მიმართ მისისა.

25 და თქუა მეფემან, და მოიყვანნეს კაცნი, შემასმენელნი დანიილისნი, და მღჳმესა ლომთასა შთაიყარნეს იგინი, და ძენი მათნი, და ცოლნი მათნი, და არღა მიწევნილ იყვნეს იატაკად მღჳმესა, ვიდრე ეუფლნეს მათ ლომნი და ყოველნი ძუალნი მათნი დააწულილნეს.

26 მაშინ დარიოს მეფემან მიუწერა ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მკჳდრთა ყოვლისა შორის ქუეყანისა: მშჳდობა თქუენი განმრავლდინ!

27 პირისაგან ჩემისა დაიდვა რწმენაჲ ყოველსა შორის მთავრობასა მეფობისა ჩემისასა ყოფა მძრწოლარეთა და მოშიშთა პირისაგან ღმრთისა დანიილისისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე.

28 შეეწევის, და იჴსნის და იქმს სასწაულთა და ნიშთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რომელმან იჴსნა დანიილი პირისაგან ლომთასა.

29 და დანიელ ესრეთ წარემართა მეფობასა შინა დარიოსისსა და მეფობასა შინა კჳროზ სპარსისასა.

<< ← Prev Top Next → >>