Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 პირველსა შინა წელსა ვალტასარ მეფისა ქალდეველთაჲსსა ძილისშორისი იხილა დანიელ, და ხილვაჲ თავისა მისისა საწოლსა ზედა მისსა. და ძილისშორისი დაწერა დასაწყისი სიტყუათა მისთაჲ და მიმგებელმან თქუა:

2 მე, დანიილ, ვხედევდ ხილვასა შინა ჩემსა ღამისასა: და, აჰა, ოთხნი ქარნი ცისანი ეკუეთებოდეს ზღჳსა მიმართ დიდისა.

3 და ოთხნი მჴეცნი დიდნი აღმოვიდოდეს ზღჳსაგან, განსხუაებულნი ურთიერთას,

4 პირველი - ვითარცა ლომაჲ, და ფრთენი, ვითარცა არწივისანი. ვხედევდ, ვითარმედ მოეფხურნეს ფრთენი მისნი, და აღღებულ იქმნა ქუეყანით, და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა და გული კაცისაჲ მოეცა მას.

5 და, აჰა, მჴეცი სხუაჲ, მსგავსი დათჳსა, და ნაწილსა ერთსა ზედა დადგა, და სამნი გუერდნი პირსა შორის მისსა საშუალ კბილთა მისთა, და ესრეთ ეტყოდეს მას: აღდეგ, ჭამენ ჴორცნი მრავალნი!

6 შემდგომად ამისსა ვხედევდ და, აჰა, სხუაჲ მჴეცი, ვითარცა ვეფხი, და მისნი ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ზეშთა კერძო მისსა, და ოთხნი თავნი მჴეცსა, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას.

7 და შემდგომად მისსა ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა, და დანაშთომთა მისთა დასთრგუნვიდა. და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი.

8 და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.

9 და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე.

10 მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს.

11 და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა.

12 და ნეშტთაცა მჴეცთაჲ გარდადგა მთავრობაჲ. და სიგრძე სიცოცხლისა მიეცა მათ ვიდრე ჟამისამდე და წამისა.

13 ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი.

14 და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას.

15 განცჳბრდა სული ჩემი, მე, დანიელ, ანაგებსა შორის ჩემსა, და ხილვანი თავისა ჩემისანი შემაშფოთებდეს მე.

16 და მოუჴედ ერთსა მდგომარეთაგანსა და სიმკაცრესა ვეძიებდ მისგან ამათ ყოველთა ზედა, და მითხრა მე სიმკაცრე და თანშეტყუება სიტყუათაჲ მაუწყა მე:

17 ესე მჴეცნი დიდნი ოთხნი - ოთხნი მეფობანი აღდგენ ქუეყანასა ზედა,

18 რომელნი აღიხუნენ, და მიიღონ მეფობა წმიდათა მაღლისათა და იპყრან იგი ვიდრე საუკუნომდე და ვიდრე საუკუნომდე საუკუნეთა.

19 და ვეძიებდ სიმკაცრით მჴეცისათჳს მეოთხისა, რამეთუ განსხუაებულ იყო უფროს ყოვლისა მჴეცისა და საშინელ მეტად, კბილნი მისნი რკინანი და ფრცხილნი მისნი რვალისანი, ჭამდა და დააწულილებდა და ნეშტთა ფერჴებითა მისითა დასთრგუნვიდა.

20 და რქათა მისთათჳს ათთა თავისა მისისა შორისთა მისსა, და ერთისა მის რქისა, მავალისა და განმჴდელისა, უპირველესი იგი სამისა, რქისა მის, რომლისანი თუალნი და პირი მეტყველი დიდსა, და ხილვა მისი უმეტეს სხვათა.

21 და ვხედევდ და რქა იგი ყოფდა ბრძოლასა წმიდათასა, განძლიერდა მათდა მიმართ,

22 ვიდრე არა მოვიდა ძუელი დღეთა და მსჯავრი მისცა წმიდათა მაღლისათა. და ჟამი მოიწია და მეფობა დაიპყრეს წმიდათა.

23 და თქუა: ესე მჴეცი მეოთხე მეფობაჲ მეოთხე იყოს ქუეყანასა ზედა, რომელი ზეშთა იყოს ყოველთა მეფობათა, და შეჭამოს ყოველი ქუეყანაჲ, და დათრგუნოს იგი, და დაჭრას იგი.

24 და ათნი რქანი მისნი ათნი მეფენი აღდგენ. და შემდგომად მათსა აღდგეს სხუა, რომელი უფროს იყოს ბოროტებითა ყოველთა წინაწართასა, და სამნი მეფენი დაამდაბლნეს,

25 და სიტყუანი მაღლისა მიმართ თქუნეს, და წმიდანი მაღლისანი შეაცთუნნეს, და მოიგონოს ცვალება ჟამთა და შჯულისა, და მიეცეს ჴელსა შინა მისსა ვიდრე ჟამისამდე და ჟამთა და ნახევარსა ჟამისასა.

26 და სამსჯავრო დაჯდეს, და მთავრობა მისი გარდაადგინონ უჩინო-ყოფად და წარწყმედად ვიდრე სრულიად.

27 და მეფობა და ჴელმწიფებაჲ და დიდებულებაჲ მეფეთა ყოვლისა ცისქუეშისათაჲ მოეცა წმიდათა მაღლისათა, და მეფობა მისი - მეფობა საუკუნე. და ყოველნი მთავრობანი მას ჰმონებდენ და ერჩდენ.

28 ვიდრე აქამომდე დასასრული სიტყჳსაჲ. მე, დანიილს, გულისზრახვანი ჩემნი მრავლად შემაშფოთებდეს მე. და შესახედავი ჩემი იცვალა და სიტყუა გულსა შორის ჩემსა დავიცევ.

<< ← Prev Top Next → >>