Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 მე წელსა პირველსა კჳროსისსა, დავდეგ სიმტკიცედ და ძალად.

2 და აწ მე გითხრობ შენ ჭეშმარიტსა: აჰა, სამნი მეფენი აღდგენ მერმე სპარსეთს შინა, და მეოთხე განძლიერდეს სიმდიდრითა დიდთა უფროს ყოველთასა, და შემდგომად დაპყრობისა მისგან სიმდიდრესა მისსა ზედააღუდგეს ყოველთა მეფობათა ელლინთასა.

3 და აღდგეს მეფე ძლიერი, და ეუფლოს უფლებათა მრავალთა და ქმნას ნებისაებრ მისისა.

4 და ვიდრე დგესღა მეფობა მისი, შეიმუსროს და განიწვალოს ოთხთა მიმართ ქართა ცისათა და არა უკუანაჲსკნელთა მისთა მიმართ, არცა უფლებისაებრ მისისა, რომელ იუფლა, რამეთუ დაიჴსნა მეფობა მისი და სხუანი გარეშე მათსა.

5 და განძლიერდეს მეფე სამხრისა, და ერთი მთავართა მისთაგანი განძლიერდეს მის თანა და ეუფლოს უფლებათა მრავალთა გარეშე ჴელმწიფებისა მისისა.

6 და შემდგომად წელთა მათთა შეიყვანნენ, და ასული მეფისა სამხრისა შევიდეს მეფისა მიმართ ბღუარისაჲსა ყოფად ზავისა მის თანა, და ვერ დაიპყრას ძალი ძლიერებისაჲ, და არა დადგის თესლი მისი, და მიეცეს იგი და მომყვანებელნი მისნი და ჭაბუკაჲ და განმაძლიერებელი მისი სამთა შინა ჟამთა.

7 და აღდგეს ყუავილისაგან ძირისა მისისა განმზადებულებასა ზედა მისსა და მოვიდეს ძალისა თანა და შევიდეს სიმტკიცეთა მიმართ მეფისა ჩრდილოსათა, და ქმნას მათ შორის და განძლიერდეს.

8 და ღმერთნიცა მათნი გამოდნობილთა თანა მათთა, ყოველი ჭურჭელი გულისსათქმელი მათი ვეცხლისა და ოქროჲსა ნატყუენავისა თანა შეიღოს ეგჳპტედ, და იგი დადგეს ზედა მეფისა ჩრდილოსასა.

9 და შევიდეს სამეფოდ მეფისა სამხრისასა და მოიქცეს ქუეყანად თჳსსა.

10 და ძეთა მისთა შეკრიბონ ერი ძალთა მრავალთაჲ და თანშეაყონ, და შევიდეს მომავალი და წარმღუნელი, და წარმოჴდეს, და დაჯდეს და თანშეთხზნას ვიდრე ძალისამდე მისისა.

11 და განველურდეს მეფე სამხრისაჲ, და გამოვიდეს, და ბრძოლა-სცეს მეფესა თანა ჩრდილოჲსასა, და დაადგინოს ერი მრავალი და მისცეს ერი ჴელსა შინა მისსა,

12 და მიიღოს ერი, და ამაღლდეს გული მისი, და დააქუევნეს ბევრნი და ვერ უძლონ.

13 და მოაქციოს მეფემან ჩრდილოსამან და მოიყვანოს ერი მრავალი უფროს პირველისასა, და დასასრულსა თანა ჟამთასა ზედმოვიდეს შესლვითა ძალისა მიერ დიდისა და სიმდიდრითა მრავლისა.

14 და მათ ჟამთა შინა მრავალნი აღდგენ მეფესა ზედა სამხრისასა, და ძენი ბუგრიანთა ერისა შენისათანი აღზუავნენ დადგინებად ხილვისა და მოუძლურდენ.

15 და შევიდეს მეფე ბღუარისაჲ, და მოადგას პატნეზი, და მოიპყრნეს ქალაქნი ძლიერნი და მკლავნი მეფისა სამხრისანი ვერ დადგენ. და აღდგენ რჩეულნი მისნი და არა იყოს ძალი მისი დადგომად.

16 და ქმნას შემავალმან მისდა მიმართ ნებისაებრ მისისა, და არა იყოს დამდგომ პირისპირ მისსა, და დადგეს ქუეყანასა შინა საბირისსა და მოსრულდეს ჴელისა მიერ მისისა.

17 და დააწესოს პირი მისი შესლვად ძალითა ყოვლისა მეფობისა მისისათა, და სიწრფოებანი ყოველნი ყუნეს მის თანა, და ასული დედათაჲ მისცეს მას განხრწნად იგი, და არა დაადგრეს და არა იყოს მისსა.

18 და მოაქციოს პირი თჳსი ჭალაკთა მიმართ, და დაიპყრნეს მრავალნი და დაწუნეს მთავარნი ყუედრებითა მათითა. ყოველი ყუედრება მისი მიექცეს, მან მოაქციოს პირი მისი

19 ძალისა მიმართ ქუეყანისა მისისაჲსა, და მოუძლურდეს და დაეცეს და არა იპოოს.

20 და აღდგეს ძირისაგან მისისა ნერგი მეფობისაჲ განმზადებულებასა ზედა მისსა წარმდროებელი და მოქმედებასა მეფობისასა. და მათ დღეთა შინა შეიმუსროს და არა პირითა და არცა ბრძოლისა მიერ.

21 დადგეს განმზადებულებასა ზედა მისსა, შეურაცხ იქმნას, და არა მისცეს მის ზედა დიდებაჲ მეფობისა, და მოვიდეს იეფობისა თანა და განაძლიეროს მეფობა შებრკოლებისა მიერ.

22 და მკლავნი წარმღუნელისანი წარირღუნენ პირისაგან მისისა, და შეიმუსრნენ და წინამძღუარმანცა აღთქმისამან

23 და თანაშემყოფელთაგანმან მისა მიმართ ზაკუვაჲ, და აღვიდეს და ზეშთა განაძლიეროს მცირედისა მიერ ძალისა და ნათესაობისა.

24 და მრავლითა სოფლებითა მოვიდეს და ქმნეს, რომელი არა ქმნეს მამათა მისთა და არცა მამათა მამათა მისთასა, ავარი და ნატყუენავი და სიმდიდრე მათი განაბნიოს და ეგჳპტესა ზედა ისიტყუნეს სიტყვანი მისნი და ვიდრე ჟამისა.

25 და აღდგეს ძალი მისი და გული მისი მეფესა ზედა სამხრისასა ძალისა მიერ დიდისა, და მეფემან სამხრისამან შეამტკიცოს ბრძოლაჲ ძალისა მიერ დიდისა და ძლიერისა ფრიად, და ვერ დადგეს, რამეთუ სიტყუედ მას ზედა გულისსიტყვათა,

26 და ჭამენ სათანადოთა მისთა და შემუსრვენ მას, და ძალი თჳსი წარღუნას და დაეცნენ წყლულნი მრავალნი.

27 და ორნივე მეფენი, გულნი მათნი უკეთურებისა თანა და ტაბლასა ზედა ერთსა ცრუსა ზრახვიდენ და არ წარემართოს, რამეთუ არსღა დასასრულამდე ჟამი.

28 და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა სიმდიდრისა თანა მრავლისა და გული მისი აღთქმასა ზედა წმიდასა, და ყოს და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა.

29 ჟამად მოიქცეს და მოვიდეს სამხრად მომართ, და არა იყოს, ვითარცა პირველი და ვითარცა უკუანადი.

30 და შევიდენ მის თანა გამომავალნი კიტელნი, დაიმორჩილონ და დამდაბლდეს, და მიიქცეს და საკჳრველებდეს აღთქმასა ზედა წმიდასა. და იყოს და მოიქცეს, და გულისხუმა-ყოს დამტევებელთა ზედა აღთქმისა წმიდისათა.

31 და ნათესავისა მისგან აღდგენ და შეაგინონ სიწმიდე მძლავრებისაჲ, და გარდაადგინონ სამარადისოდ და მისცენ საძაგელი უჩინოქმნილი.

32 და მეუსჯულოსა ზედშეამთხჳონ აღთქმაჲ შებრკოლებისა მათისა, და ერსა, მეცნიერსა ღმრთისა თჳსისასა, არ განაძლიერებენ და ჰყოფენ.

33 და გულისხუმიერნი ერისა ჩემისანი გულისხუმა-ჰყოფენ მრავლად, და მოუძლურდებიან მახჳლისა მიერ, და ალისა მიერ და ტყუეობისა მიერ და იავრობისა მიერ დღეთაჲსა.

34 და მოუძლურებასა შინა მათსა შეწევნულ იქმნეს შეწევნითა მცირითა და შესძინენ მათ ზედა მრავალი შებრკოლებისა მიერ.

35 და გულისხმისმყოფელთაგანნი მოუძლურდენ გამოჴურვებად მათ შინა და გამორჩევად და გამოცხადებად ვიდრე ჟამამდე გამოჴურვებისა მცირესა ჟამადმდე.

36 და ქმნას ნებისაებრ თჳსისა, და მეფე ამაღლდეს, და განდიდნეს ყოველთა ზედა ღმერთთა და ღმერთსა ღმერთთა ზედა, და თქუნეს ზეშთა ძალისანი, და წარემართოს ვიდრე აღსრულებადმდე რისხვისა, რამეთუ დასასრულისა თანა იქმნეს.

37 და ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხუმა-ყოს და გულისთქმასა დედათასა და ყოველთა ზედა ღმერთთა არ გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველთა ზედა განდიდნეს.

38 და ღმერთი მაუზნი ადგილსა შორის თჳსსა ადიდოს და ღმერთი, რომელი არა იცნეს მამათა მისთა, ადიდოს ოქროჲსა მიერ და ვეცხლისა და ქვითა პატიოსნითა და გულისსათქმელთა მიერ.

39 და იყო სიმაგრეთა შორის მისალტოლველთა ღმრთისა თანა უცხოჲსა, და განამრავლოს დიდებაჲ, და დაიმორჩილნეს მათ მრავალნი და ქუეყანა განყოს ნიჭთა მიერ.

40 და ჟამსა დასასრულისასა მრქენალ იქმნას მეფისა თანა სამხრისათა; და შეკრბეს მის ზედა მეფე ბღუარისა ეტლებისა მიერ და ცხენებისა და ნავებისა მრავლებისა, და შევიდეს ქუეყანად დასავანებელთა შორის, და შემუსროს და თანაწარჰჴდეს.

41 და შევიდეს ქუეყანად საბაინისა და მრავალნი მოუძლურდენ. და ესენი განერნენ ჴელისაგან მისისა - ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამმონისთა.

42 და განირთხას ჴელი მისი ქუეყანასა ზედა და ქუეყანა მისი არა იყოს საცხოვნებელად.

43 და ეუფლოს დაფარულთა შორის ოქროჲსა და ვეცხლისათა და ყოველთა შორის გულისსათქუმელთა ეგჳპტის და ლიბიისა და ეთიოპელთასა და სიმაგრეთა შორის მისთა.

44 და ჰამბავნი და სისწრაფენი შეაშფოთებდენ მას და აღმოსავალისაგან და ბღუარისა, და მოვიდეს გულისწყრომითა მრავლითა განყოფად და შეჩუენებად მრავალთა.

45 და აღდგას კარავი თჳსი ფადანოს შინა, საშუალ ზღუათასა, მთასა საბირისა წმიდასა, და მოვიდეს ვიდრე კერძოდმდე მისსა, და არა არს გამომჴსნელი მისი.

<< ← Prev Top Next → >>