Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1

2 და იყო დანიელი თანმემცხოვრებელ მეფისა და დიდებულ უფროს ყოველთა მოყვარეთა მისთა.

3 და იყო კერპი ბაბილოვნელთაჲ, რომლისა სახელი ბილ. და წარაგებდეს მისა მიმართ თითოეულსა დღესა სემიდალსა გრივსა ათორმეტსა, და ცხოვართა ორმეოცთა, და ღჳნოსა საწყაულსა ექუსთა.

4 და მეფე ჰმსახურებდა მას. და მივიდოდა მეფე თითოეულსა დღესა თაყუანის-ცემად მისსა, ხოლო დანიელ თაყუანის-სცემდა ღმერთსა თჳსსა. და ჰრქუა მას მეფემან: რასათჳს არ თაყვანის-სცემ ბილს?

5 ხოლო მან ჰრქუა მას: რამეთუ არა ვმსახურებ კერპთა ჴელითქმნულთა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, ამგებელსა ცისა და ქუეყანისასა და მქონებელსა უფლებისა ყოვლისა ჴორცისასა.

6 და ჰრქუა მეფემან: არ საგონებელ არს შენდა ბილ ყოფად ცხოვლად ღმერთად, ანუ არა ხედავა, რაოდენთა სუამსა და ჭამს თითოეულსა დღესა? და ჰრქვა

7 დანიელ განმცინებელმან: ნუ სცთები, მეფე, რამეთუ ესე შინაგანი უკუე თიჴა არსა, ხოლო გარეგანი რვალი. და არა უჭამიეს, არცა უსუამს ოდესმე.

8 და განმწყრალმან მეფემან მიუწოდა მღდელთა მისთა და ჰრქუა მათ: არა თუ მითხრათ მე, ვინ არს შემჭმელი წარსაგებელისაჲ ამის, მოჰკუდეთ.

9 ხოლო უკეთუ მიჩუენოთ მე, ვითარმედ ბილ შესჭამს ამათ, მოკუდეს დანიელ, რამეთუ გმო ბილის მიმართ. და ჰრქუა დანიელმან მეფეს: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!

10 და იყუნეს მღდელნი ბილისნი სამეოცდაათ გარეშე დედათა და შვილთასა, და მოვიდა მეფე დანიელის თანა სახიდ ბილისა.

11 და თქუეს მღდელთა ბილისთა, ვითარმედ: აჰა, ჩუენ განვიდეთ გარე, ხოლო შენ, მეფე, დააგე ჭამადი, და ღჳნისა განმზავებელმან დადგი, და დაჰკლიტნე კარნი, და დაბეჭდე ბეჭდითა შენითა,
და მოსრულმან განთიად, უკუეთუ არა ჰპოვნე ყოველნი შეჭმულად ბილის მიერ, მოვჰკუდეთ, ანუ დანიილ მტყუარი ძჳნად ჩუენდა.

12 ხოლო იგინი შეურაცხ-ჰყოფდეს, რამეთუ ექმნაყე ქუეშე ტრაპეზისა დაფარულ შესავალი და მის მიერ შევიდოდეს მარადის, და იგინი სჭამდიან მათ.

13 და იყო, ვითარცა განვიდეს იგინი, და მეფემან დაუგო შეჭამადნი ბელსა, და უბრძანა დანიელ ყრმათა თჳსთა, და მოიღეს ნაცარი და მოაცურიეს ტაძარსა წინაშე ბელისსა, და გამოსრულთ მეფემან დანიელის თანა კარი დაჰბეჭდეს ბეჭდითა მეფისათა და წარვიდეს.

14

15 ხოლო მღდელნი შევიდეს ღამე წესისაებრ მათისა, შეჭამნეს ყოველნი და შესუეს.

16 და იმსთო განთიად მეფემან და დანიელმან მის თანა.

17 და ჰრქუა მეფემან: ჰგიანა ბეჭედნი, დანიელო? და თქუა დანიელმან: ჰგიან, მეფე.

18 და იყო, ვითარცა განხუმასა თანა კართასა მიმხედველმან მეფემან ტაბლისა მიმართ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: დიდ ხარ, ბილ, და არა არს შენ თანა ზაკუად არცა ერთი.

19 და განიცინა დანიელმან, და იპყრა მეფესა შესლვად შინა და ჰრქუა: იხილე უკუე იატაკი და ცან, ვისნი არიან კუალნი ესე.

20 და თქუა მეფემან: ვხედავ კუალთა მამათასა და დედათასა და ყრმათასა.

21 და განრისხებულმან მეფემან შეიპყრნა მღდელნი, და ცოლნი, და შვილნი მათნი, და უჩუენეს დაფარულნი სარკმელნი, რომელთა მიერ შევიდოდეს და განლევდეს ტაბლისზედათა.

22 და მოსწყჳდნა იგინი მეფემან, და მისცა ბელი საჴელმწიფოდ დანიელს, და დაამჴუა იგი და ტაძარი მისი.

23 და იყო ვეშაპი დიდი მასვე ადგილთა შინა და ჰმსახურებდეს მას ბაბილოვნელნი იგი.

24 და ჰრქუა მეფემან დანიილს: აჰა, ესე, არ ძალ-გიც შენ თქმად, ვითარმედ არა არს ესე ღმერთი ცხოველი, არამედ მოედ და თაყუანის-ეც მას.

25 და თქუა დანიელმან: უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვსცე, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი.

26 ხოლო შენ, მეფეო, მომეც ჴელმწიფება და მოვაკუდინო ვეშაპი თჳნიერ მახჳლთა და კუერთხთასა. და ჰრქუა მეფემან: მიგცენ შენ.

27 და მოიღო დანიელმან ფისი, და ცმელი, და ბალანი და შეაგბნა ერთბამად, და შექმნა გუნდად, და მისცა პირსა ვეშაპისასა და განიბძარა ვეშაპი იგი. თქუა: იხილეთ სამსახურებელნი თქუენნი.

28 და იყო, ვითარცა ესმა ბაბილოვნელთა, შეეწყინავე ფრიად, და შეკრბეს მეფისა ზედა და თქუეს: ჰურია იქმნა მეფე, ბილი შემუსრა, და ვეშაპი მოკლა და მღდელნი მოსრნა, მოვიდეს

29 და თქუეს მეფისა მიმართ: მოგუეც ჩუენ დანიილ, უკუეთუ არა, მოგკლავთ შენ და სახლი შენი იავარ-ვჰყოთ.

30 და იხილა მეფემან, რამეთუ ზედდაესხმიან მას ფრიად და იძულებულმან მისცა მათ დანიილ.

31 ხოლო მათ შთააგდეს იგი მღჳმესა მას ლომთასა, და იყო მუნ დღეთა ექუსთა.

32 ხოლო იყვნეს მღჳმესა მას შინა შჳდნი ლომნი. და მიეცემოდა მათ დღივ ორი კაცისა გუამნი და ორნი პატრუჭაკნი. ხოლო მაშინ არა მიეცა მათ, რაჲთა შეჭამონ დანიილი.

33 იყო ამბაკომ წინაწარმეტყუელი იუდეასით, და მან შეაგბო გბოლვილი, და შთაანეცუნა პურნი ვარცლსა და განვიდოდა ველად მირთუმევად მომკალთა.

34 და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ამბაკუმს: მიართუ სამხარი, რომელი გაქუს ბაბილონად დანიელს მღჳმესა მას შინა ლომთასა.

35 და თქუა ამბაკომმან: უფალო, ბაბილონი არ მიხილავს და მღჳმე იგი არ ვიცი.

36 და უპყრა ანგელოზმან უფლისამან თხემისა მისისა და მტჳრთველმან თმითა თავისა მისისათა დადვა იგი ბაბილონს მღჳმესა ზედა და განკრთომილებასა შინა სულისა მისისასა.

37 და ჴმა-ყო ამბაკუმ მეტყუელმან: დანიელ, დანიელ, მიიღე სამხარი, რომელ წარმოგცა შენ ღმერთმან.

38 და ჰრქუა დანიელმან: რამეთუ მომიჴსენე, მე, ღმერთო, და-არც-უტევენ მოყუარენი შენნი.

39 და აღდგომილმან დანიელმან ჭამა, ხოლო ანგელოზმან ღმრთისამან კუალად-აგო ამბაკუმ მეყსა შინა ადგილსა ზედა თჳსსა.

40 ხოლო მეფე მოვიდა დღესა მეშჳდესა გოდებად დანიილისსა და მივიდა მღჳმესა ზედა და შთაიჭჳრა, და, აჰა, დანიელ მჯდომარე.

41 და მღაღადებელმან მეფემან ჴმითა დიდითა თქუა: დიდ ხარ შენ, უფალო ღმერთო დანიელისო, და არა ვინ არს თჳნიერ შენსა. და აღმოიქუეს იგი მღჳმისაგან.

42 ხოლო მიზეზნი წარწყმედისა მისისანი შთათხინნა მღჳმედ და შეიჭამნეს მეყსეულად წინაშე მისსა.

43 მაშინ თქუა მეფემან: რაჲთა დაამტკიცონ ყოველთა დამკჳდრებულთა ყოვლისა ქუეყანისათა ღმერთი დანიელისი, რამეთუ იგი არს მაცხოვარი და მოქმედი ნიშებთა საკჳრველთა ქუეყანასა ზედა, რომელმან განარინა დანიელ მღჳმისაგან ლომთასა.

<< ← Prev Top Next >>