Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ოსია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი იოველ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1

2

3 არქუთ ძმათა თქუენთა: ერი ჩემი და დასა თქუენსა: შეწყალებული.

4 ესაჯენით დედასა თქუენსა, ესაჯენით, რამეთუ იგი არა ცოლი ჩემი, და მე არა ქმარი მისი. განაგდოს სიძვაჲ პირისაგან მისისა და მრუშებაჲ მისი შორის ძუძუთაგან მისთა,

5 განვაშიშულო იგი და დავადგინო, ვითარცა დღესა შობისა მისისასა, და დავდვა იგი, ვითარცა უდაბნოჲ, და ვყო, ვითარცა ქუეყანა ურწყული, და მოვსპო იგი წყურილითა,

6 ძენი მისნი არა შევიწყალნე, რამეთუ ძენი მრუშებისანი არიან.

7 რამეთუ სიძვით ისიძვა დედამან მისმან და სირცხჳლვულ-ყო, რომელმან შვნა იგინი, და იტყოდა: შეუდგე ტრფიალათა ჩემთა, რომელნი მომცემენ პურსა და წყალსა ჩემსა, მატყლსა და სამოსელსა ჩემსა, და ზეთსა, და სასმელსა.

8 ამისთჳს დავჴშნე გზანი შენნი ბრწამლითა და მოგზღუდნე ყორითა, და კვალნი შენნი არა იპოვნეს.

9 მისდევდენ ტრფიალთა თჳსთა და ვერ ეწინეს მათ, ეძიებდეს მათ და არა პოვნეს. და თქუა: შევიქცე და მივიდე ქმრისა ჩემისა პირველისა, რამეთუ მაშინ უმჯობეს იყო ჩემდა, ვიდრე აწ.

10 ხოლო მან არა უწყოდა, თუმცა მე მივეც მათ იფქლი და ღჳნო და ზეთი, და განუმრავლენ მას ვეცლხლი და ოქროჲ, რომელი უქმნეს ბაალსა.

11 ამისთჳს მოვიქცე და მოუღო იფქლი ჩემი ჟამსა თჳსსა და განვსძარცო მისგან მატყლი ჩემი და სელი ჩემი, რომლითა დაიფარვიდენ სირცხჳლთა თჳსსა.

12 და აწ განვაცხადო სიცოფე მისი წინაშე ტრფიალთა მისთა, და კაცმან ვერ განარინნეს ჴელთაგან ჩემთა.

13 მოუღო ყოველი სიხარული მისი, და დღესასწაული მისი, და თთჳსთავნი მისნი, და შაბათობანი მისნი, და ყოველნი დღეკეთილობანი მისნი

14 უგულებელს-ვყუნე, ვენაჴნი მისნი და ლეღოვანნი მისნი, რომელთათჳს იტყოდა: მიზდი მრუშებისა ჩემისა არს ესე, რომელნი მომცეს მე ტრფიალთა ჩემთა, - ხოლო დავსხნა იგინი ოჴრად და მოსჭამდენ მას მჴეცნი უდაბნოსანი.

15 შურ-ვაგო დღეთა ბაალისთა, რომელ უზორვიდა და შეიმკობდა სამკაულითა თჳსითა და ვიდოდა ტრფიალთა თანა თჳსთა და მე დამივიწყა, იტყჳს უფალი,

16 ამისთჳს განვაძო იგი და წარვდევნო უდაბნოსა და ვიტყოდე შორის გულისა მისისა.

17 და მივცე მას მონაგები თჳსი, მასვე ადგილსა, ღელე ნაქორისა სასოდ მოსაღებელად და იმღერდეს დღეთაებრ სიჭაბუკისა თჳსისა და დღეთაებრ გამოსლვისა ქვეყანით ეგჳპტით.

18 და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მხადოს მე მან ქმარი. ჩემი და არღარა ხადოს მან ბალამის.

19 და მოიღოს სახელი ბალამის პირისა მისისაგან და არღარა მოიჴსენონ სახელები მათი.

20 და აღუთქუა მათ აღთქმა მათი მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა, და მფრინველთა ცისათა და ქუეწარმავალთა ქუეყანისათა მშმჳლდი და ბრძოლა და მახჳლი შევმუსრო ქუეყანით. და დაგამკჳდრო შენ სასოებით,

21 და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა საუკუნოდ,

22 და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სიმართლით, და განკითხვით, და წყალობით, და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით, და იცნა შენ უფალი.

23 და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ვისმინო მე ცისა. და ცამან ისმინოს ქუეყანისა და ქუეყანამან ისმინოს იფქლისა და ღჳნისა, და მათ ისმინონ იეზრაელისა.

24

25 და დავსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა და შევიწყალო არა შეწყალებული იგი. და ვრქუა არა ერსა ჩემსა: ერი ჩვმი ხარი შენ. და მან მრქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.

<< ← Prev Top Next → >>