Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ოსია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი იოველ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 ცისკარს განაგდეს, განიგდო მეფე ისაჱლისაჲ, რამეთუ ჩჩჳლ იყო ისრაჱლ, და მე შევიყუარე იგი და ეგჳპტით გარდამოუწოდე ძესა ჩემსა,

2 ვითარცა გარდამოუწოდე მათ, ეგრეთ წარწყმდენ პირისაგან ჩემისა. იგინი ბაალიმსა უგებდეს და ქანდაკებულთა უკუმევდეს.

3 და მე შევაბრკოლე ეფრემ, აღვიღე იგი მკლავსა ჩემსა ზედა და არა ცნეს, ვითარმედ განვჰკურნებდ მათ.

4 განხრწნილებასა შინა კაცთასა, მორთხმულ ვყვენ იგინი საკრველთა მიერ შეყუარებისა ჩემისათა, და ვიყო მე მათდა, ვითარცა მყურიმლავი კაცი ღაწუთა ზედა მისთა. და მე ვიხილო მისდამი, შეუძლო მას.

5 დაეშენა ეფრემ ეგჳპტეს შინა და ასურ იგი მეფე მათდა, რამეთუ არა ინება უკმოქცევაჲ.

6 და მოუძლურდა მახჳლისა მიერ შორის ქალაქთა მისთა, და დასცხრა ჴელთა შინა მისთა, და ჭამდენ გულისზრახვათაგან მათთა.

7 და ერი მისი დამოკიდებულ მსხემობისაგან მისისა, და ღმერთი პატიოსანთა მისთა ზედა განმწყრალდეს და არ აღამაღლოს იგი.

8 რაჲ აღგითქუა შენ, ეფრემ? შეგეწიო შენ, ისრაილ? რაჲ აღგითქუა შენ, ვითარცა ადამაჲ, და დაგდვა შენ მე, ვითარცა სევოიმი. გარდაიქცა გული ჩემი მებრ მის შორის. შეშფოთნა შენანება ჩემი.

9 არა ვყო რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემის და არა დაუტეო აღჴოცად ეფრემი მით, რამეთუ ღმერთი ვარ მე, და არა კაცი შენ შორის წმიდაჲ და არა შევიდე ქალაქად.

10 შემდგომად უფლისა ვიდოდი, ვითარცა ლომი იბრდღუენდეს, რამეთუ იგი მუღროოდის და განჰკრთენ შვილნი წყალთანი,

11 განჰკრთენ ვითარცა მფრინველი ეგჳპტით გამო და ვითარცა ტრედი ქუეყანით გამო ასსურასტანელთაჲთ, და კუალად ვაგნე იგინი სახლთავე მათთა, - იტყჳს უფალი, - მომიცვა მე ტყუილით ეფრემ და უთნოობით სახლმან ისრაჱლისამან და იუდაჲსამან. აწ იცნნა იგინი ღმერთმან და ერი წმინდა ეწოდოს ღმრთისაჲ.

<< ← Prev Top Next → >>