Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იოველ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ოსია წინასწარმეტყველი იოველ წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4

1 სიტყუა უფლისა, რომელი იქმნა იოილის მიმართ, ძისა ბათოელისისა:

2 ისმინეთ ესე მოხუცებულთა და ყურად-იღედ ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა: უკუეთუ იქმნეს ესევითარნი დღეთა შინა თქუენთა, ანუ შორის დღეთა მამათა თქუენთასა?

3 მათ ძლით შვილთა თქუენთა უთხრობდით, და შვილნი თქუენნი შვილთა მათთა და შვილნი მათნი ნათესავსა სხუასა.

4 ნეშტნი მგრაგნილისანი შეჭამნა მკალმან, და ნეშტნი მკლისანი შეჭამნა ბუზმან, და ნეშტნი ბუზისანი შეჭამნა გესლმან.

5 განიფრთხვეთ დამთრვალთა და ტიროდეთ, გოდებდით ყოველნი მსუმელნი ღჳნოსა სიმთრვალედ, რამეთუ მოღებულ არს პირისაგან თქვენისა შუება და მხიარულება,

6 რამეთუ ნათესავი აღვიდა ქუეყანასა ზედა ჩემსა ძლიერი და აღურაცხელი; კბილნი მისნი კბილნი ლომისანი და შუანი ლეკჳსა მისისანი.

7 დადვა ვენაჴი ჩემი უჩინოსაქმნელად და ლეღოანი ჩემი შესამუსრველად. გამომეძიებელმან გამოიძია იგი და განაგდო, განასპეტაკებდა რტოთა მისთა

8 გოდებად ჩემდამო სძლისათჳს, გარემორტყმულისა ძაძითა ქმარსა ზედა მისსა ქალწულებითგანსა.

9 აღებულ არს მსხუერპლი და შესაწირავი სახლსა შინა უფლისასა, იგლოვდით მღდელნი, მსახურნი საკურთხეველისანი,

10 რამეთუ საარებულ იქმნეს ველნი. გოდებდინ ქუეყანაჲ, რამეთუ მოუსუსურდა იფქლი, განჴმა ღჳნოჲ აღრეული, შემცირდა ზეთი.

11 განჴმეს მუშაკნი, იგლოვდით აგარაკნი დიკისა ძლით და ქრთილისა, რამეთუ წარწყმდა მსთულებელი ველისაგან.

12 ვენაჴი განჴმა და ლეღოვანი შემცირდეს, ბროწეული და ფინიკი და ვაშლი და ყოველნი ხენი ველისანი განჴმეს, რამეთუ არცხვენენ სიხარულსა ძენი კაცთანი.

13 გარემოირტყთ და იტყებდით მღდელნი, გოდებდით მსახურნი საკურთხეველთანი. დაიძინეთ ძაძათა ზედა, რომელნი ჰმსახურებთ ღმერთსა, რამეთუ განეყენა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი.

14 წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ კურნებაჲ, შემოკრიბენით მოხუცებულნი ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა სახიდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ღაღაღდ-ყავთ უფლისა მიმართ შევრდომით:

15 ვაჲ მე, ვაჲ მე, ვაჲ მე დღისათჳს, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და ვითარცა საარება საარებისაგან მოიწიოს.

16 წინაშე თუალთა თქუენთა ჭამადნი მოაკლდეს, სახლისაგან ღმრთისა ჩუენისა - შუება და სიხარული,

17 ჰკრთებოდეს დიაკეულნი ბაგათა ზედა მათთა, უჩინო იქმნეს საუნჯენი, დაითხარნეს საწნეხელნი, რამეთუ განჴმა იფქლი.

18 რაჲ დაუმარხოთ თავთა თჳსთა? ტიროდეს მროწეულნი ზროხათანი, რამეთუ არა იყო საძოარი მათი და სამწყსონი ცხოვართანი უჩინო იქმნეს.

19 შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო, რამეთუ ცეცხლმან განლინა შუენიერნი უდაბნოსანი, და ცეცხლმან აღანთნა ყოველნი ხენი ველისანი, და საცხოვართა ველისათა აღიხილეს შენდამი,

20 რამეთუ განჴმეს მოსატევებელნი წყალთანი და ცეცხლმან შეჭამა შუენიერება უდაბნოსაჲ.

<< Prev Top Next → >>