Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იოველ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ოსია წინასწარმეტყველი იოველ წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4

1 დაჰბერეთ ნესტუსა სიონს შინა. ქადაგეთ მთასა შორის წმიდასა ჩემსა და შეიძინედ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა, რამეთუ წარმოდგა დღე უფლისა,

2 რამეთუ ახლოს არს დღე ბნელისა და ალმურისა. დღე ღრუბლისა და ნისლისაჲ, ვითარცა ცისკარი, მოეფინოს მთათა ზედა, ერი მრავალი და ძლიერი, მსგავსი მისი არა იქმნა საუკუნითგან და შემდგომად მისსა, არა შეიძინოს ვიდრე წელიწადთამდე ნათესავთა მიმართ ნათესავთასა,

3 წინაშეთა მისთა ცეცხლი განმლეველი და უკანათა მისთა აღმაგზებელი ალი, ვითარცა სამოთხე საშვებელისა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა და უკანანი მისნი ველი უჩინოქმნისაჲ, და განრომილი არა იყოს მისსა,

4 ვითარცა ხილვაჲ ცხენთაჲ, ხილვაჲ მათი. და ვითარცა მჴედარნი, ეგრეთ სდევდენ,

5 ვითარცა ჴმა ეტლებისა, თხემებსა ზედა მთათასა ვლდებოდიან და ვითარცა ჴმა ალისა ცეცხლისაჲ, რომელი შესჭამნ ლერწამსა. და ვითარცა ერი მრავალი, ძლიერნი განწყობილნი მბრძოლობად.

6 პირისაგან მისისა შეიმუსრნენ ერნი ყოველნი; პირი, ვითარცა უჭოჲ ქოთნისაჲ,

7 ვითარ მბრძოლნი, ჰრბოდიან და ვითარცა მამაკაცნი მებრძოლნი, აღდგენ ზღუდეთა ზედა, და თითოეული გზასა თჳსსა ვიდოდენ და არა მისდრკენ ალაგთაგან მათთა.

8 და თითოეული მოყუსისაგან თჳსისა არ განეყენოს. დამძიმებულნი საჭურველთა მიერ მათთა ვიდოდიან, და ისართა მიერ მათთა დაეცნენ და არა მოესრულნენ.

9 ქალაქი გამოიღონ და ზღუდეთა ზედა რბიოდიან. სახლებსა ზედა აღვიდენ და სარკუმელთა მიერ შევიდენ, ვითარცა მპარავნი.

10 პირისაგან მათისა შეირყიოს ქუეყანაჲ და შეირყიოს ცაჲ: მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა არა მოსცენ ნათელი მათი.

11 და უფალმან მოსცეს ჴმაჲ თჳსი წინაშე პირსა მისსა, რამეთუ მრავალ არს ფრიად ბანაკი მისი, რამეთუ ძლიერ საქმენი სიტყუათა მისთანი მით, რამეთუ დიდ არს დღე უფლისაჲ, დიდ არს და მჩენ ფრიად და ვინ იყოს კმაჲ მისსა?

12 და აწ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა მარხვისა მიერ, ტირილისა და ტყებისა.

13 და დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი და მოიქეცით უფლისა მომართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოწყალე და მწყალობელ არს, სულგრძელ და მრავალწყალობა, და შემნანებელ ბოროტებათა ზედა.

14 ვინ უწყის, მო-თუ-იქცეს და შეინანოს და მოიღოს შემდგომად მისსა კურთხევაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

15 და ჰნესტუეთ ნესტუსა სიონს შინა, წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ მსახურება,

16 შეკრიბეთ ერი, წმიდა-ყავთ ეკლესიაჲ, გამოირჩიენით მოხუცებულნი, შეკრიბენით ჩჩჳლნი, მწოარნი ძუძუთანი. გამოვედინ სიძე სასუენებელისაგან მისისა და სძალი სასძლოსაგან თჳსისა.

17 საშუალ ხარისხსა მსხუერპლისსაცავისასა ტიროდენ მღდელნი და რომელნი ჰმსახურებენ უფალსა, და იტყოდედ: ულხინე, უფალო, ერსა შენსა და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა შენსა საყუედრელად მათ წარმართთა, რაჲთა არა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?

18 და შეიშურვა უფალმან ქუეყანა ერისა თჳსისა და ჰრიდა მას.

19 და მიუგო უფალმან და ჰრქუა ერსა თჳსსა: აჰა, მე გამოვავლენ თქუენდა იფქლსა, და ღვინოსა, და ზეთსა და განსძღეთ მათგან და არა მიგცნე თქუენ არღარა მერმე საყუედრელად წარმართთა შორის.

20 და ჩრდილოთ გამო წარვდევნო თქუენგან, და განვჰჴადო იგი ქუეყანად ურწყულად, და უჩინო-ვყო პირი მისი ზღუად მიმართ პირველად და უკანანი მისნი ზღუად მიმართ უკანასკნელად და აღვიდეს სიხენეშე მისი და აღვიდეს მყრალობა მისი, რამეთუ განდიდნეს საქმენი მისნი.

21 მინდობილ-იყავ, ქუეყანაო, იხარებდ და იშუებდ, რამეთუ განგადიდა უფალმან ყოფად.

22 მინდობილ-იყვენით საცხოვარნი ველისანი, რამეთუ იმორჩეს ველთა უდაბნოსათა, რამეთუ ხემან გამოიღო ნაყოფი თჳსი. ვენაჴმან და ლეღუმან მოსცეს ძალი მისი.

23 და შვილნო სიონისანო, იხარებდით და იშუებდით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცნა თქუენ ჭამადნი სიმართლედ და გიწჳმოს თქუენ წჳმაჲ, მსთუაჲ და მცხუედი, ვითარცა წინასწარ.

24 და აღივსნენ კალონი იფქლითა და ზეშთა გარდაეცნენ საწნეხელნი ღჳნითა და ზეთითა,

25 და ნაცვლად მოგაგო თქუენ წელიწადთა წილ, რომელნი შესჭამნა მკალმან, და ბუზმან, და ერვისივმან, და მგრაგნელმან, ძალმან ჩემმან დიდმან, რომელი გამოვავლინე თქუენდამი.

26 და სჭამოთ მჭამელთა და განსძღეთ და აქოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელნი ქმნნა თქუენ თანა საკჳრველებანი და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნომდე.

27 და სცნათ, ვითარმედ საშუალ ისრაჱლისა ვარ. და მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი. და არა არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა. და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნოდმდე.

28 და იყოს, ამათსა შემდგომად მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი ძილისშორისსა იძილისშორისებდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ.

29 და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ,

30 და ვსცე ნიშები ცასა შინა ზე და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქუე, სისხლი და ცეცხლი და ალმური კუამლისა.

31 მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ მოსლვადმდე დღე უფლისაჲ დიდისა და მჩენი.

32 და იყოს, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, რამეთუ შორის მთასა სიონსა და იერუსალჱმსა შინა იყოს ცხოვნებული, ვითარცა თქუა უფალმან, და მახარებელნი, რომელთა უფალმან უწოდოს.

<< ← Prev Top Next → >>