ბიბლია, ამოს წინასწარმეტყველი, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10865&pid=32&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ამოს წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

იოველ წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9

1 ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა მოაბისთა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა მეიასნი მტუერად.

2 და გამოვავლინო ცეცხლი მოაბსა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი ქალაქთა მისთანი და მოკუდეს უძალობასა შინა მოაბი ღაღადებასა თანა და ჴმასა თანა საყჳრისასა.

3 და მოვსპო მსაჯული მისგან და ყოველნი მთავარნი მისნი მოვაკუდინნე, - იტყჳს უფალი

4 ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა იუდაჲსთასა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ განშორებისათჳს მათგან შჯულსა უფლისასა და ბრძანებანი მისნი არა დაიმარხნეს. და შეაცთუნნეს იგინი ამაოთა მათთა, რომელთა შეუდგეს მამანი მათნი უკანა მათსა.

5 და გამოვავლინო ცეცხლი იუდას ზედა და შეჭამნეს საფუძველნი იერუსალიმისანი

6 ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ისრაილისათა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა და დავრდომილსა ფერჴთშესასხმელთათჳს

7 მთრგუნველთა მტუერსა ზედა ქუეყანისასა, და დაჰჴუერთნიდეს თავებსა გლახაკთასა და გზასა მდაბალთასა განსდრეკდეს. და ძე და მამაჲ მისი შევიდოდეს მისვე მჴევლისა მიმართ, რათა შეაბილწონ სახელი ღმრთისაჲ მათისა

8 და შესამოსელთა მათთა მომბმელნი საბლებისანი კრეტსაბმელებად ჰყოფდეს მახლობელად საკურთხევლისა და ღჳნოსა ცილისწამების გამო სუმიდეს სახლსა შინა ღმრთისა მათისასა

9 ხოლო მე აღვიღე ამორრეველი პირისაგან მათისა, რომლისა იყო, ვითარცა სიმაღლე ნაძჳსაჲ, სიმაღლე მისი. და ძლიერ იყო ვითარცა მუხა. და განვაჴმე ნაყოფი მისი ზენაჲთ და ძირნი მისნი ქუენაჲთ

10 და მე აღმოგიყუანენ თქუენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა. და მიმოგიყუანენ თქუენ უდაბნოს ზედა ორმეოც წელ დამკჳდრდებად ქუეყანასა ამორრეველთასა.

11 და მოვიხუენ ძეთაგან თქუენთა, ვითარცა წინაწარმეტყუელნი, და ჭაბუკთაგან თქუენთა სიწმიდედ. ნუ არა არიანა ესენი ძეთა ისრაჱლისათად? - იტყჳს უფალი

12 და ასუემდით განწმედილთა ღჳნოსა და წინაწარმეტყუელთა ამცნებდით მეტყუელნი: არა წინაწარმეტყუელებდეთ

13 ამისთჳს, აჰა, მე ავაგორვებ ქუეშე კერძო თქუენსა, ვითარსახედ გორავს ურემი სავსე ლელწმითა

14 და წარწყმდეს სივლტოლაჲ მსრბოლისაგან და ძლიერმან ვერ დაიპყრას ძალისა თჳსისაჲ და მბრძოლმან ვერ აცხოვნოს სული თჳსი.

15 და მშჳლდოსანმან ვერ უძლოს წინააღგომად და ქუეითი ვერ განერეს ფერჴითა თჳსითა და ვერცა განარინოს ლაშქარნი.

16 და იპოოს გული მისი ძლიერთა შორის შიშუელი, სდევნიდეს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი.

<< ← Prev Top Next → >>