Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / აბდია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ამოს წინასწარმეტყველი აბდია წინასწარმეტყველი იონა წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4

1 და შეწუხნა იონაჲ მწუხარებითა დიდითა და შეირია.

2 და ილოცა უფლისა მიმართ და თქუა: ჵ, უფალო, არა ესე იგი სიტყუანი ჩემნი არიან, ვიყავ რაჲ მე ქუეყანასა შინა ჩემსა, ამისთჳს წინაუსწრვე სივლტოლად თარშიდ მით, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შენ ღმერთი შემწყნარებელი ხარ და მოწყალე, სულგრძელი და მრავალწყალობაჲ, და შემნანებელი სიბოროტეთა ზედა.

3 და აწ, მეუფეო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ კეთილ არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე სიცოცხლე.

4 და ჰრქუა უფალმან: ფრიად სწუხა შენ? და თქუა იონა: ფრიად და ვიდრე სიკუდიდმდე.

5 და განვიდა იონა ქალაქისაგან და შექმნა თჳსად კარავი მუნ წინაშე ქალაქისა. და დაჯდა ქუეშე მისსა შორის ჩრდილისა, ვიდრე არა იხილოს, რაჲ ეყოს ქალაქსა.

6 და უბრძანა უფალმან ღმერთმან აყიროსა და აღმოჴდა ზეშთა თავსა იონასსა ყოფად ჩრდილი ზედა კერძო თავისა მისისა დაგრილებისათჳს მისისა ბოროტისა მისგან სიცხისა და განიხარა იონა აყიროსა ზედა სიხარული დიდი.

7 და უბრძანა ღმერთმან მატლსა განთიადისასა ხუალისაგან და დასცა აყიროსა და განჴმა.

8 და იქმნა მეყსეულად აღმოსლვასა მზისასა. და უბრძანა უფალმან ღმერთმან სულსა ცხელსა შემწუელსა და სცა მზემან თავსა ზედა იონასსა და სულმოკლებდა და დაეთხოებოდა სულსა მისსა. და თქუა: კეთილ არს ჩემდა სიკუდილი ჩემი, ვიდრე სიცოცხლე.

9 და თქუა უფალმან იონაჲს მიმართ: უკეთუ ფრიად სწუხ შენ აყიროსა ზედა და თქუა: ფრიად ვწუხ მე, ვიდრე სიკუდიდმდე.

10 და თქუა უფალმან: შენ ჰრიდე აყიროსა ძლით, რომლისა ძლით არა ძჳრად ივნე, არცა განჰზარდე იგი, რომელი ღამესა შინა იქმნა და ღამესა შინა წარწყმდა,

11 ხოლო მე არა ვჰრიდო ნინევისა ძლით ქალაქისა დიდისა, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან მის შორის უმრავლესნი ვიდრე ათორმეტნი ბევრნი კაცთანი, რომელთა ვერ ცნეს მარჯუენე მათი, ანუ მარცხენე და საცხოვარი მრავალი?

<< ← Prev Top Next >>