Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იონა წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

აბდია წინასწარმეტყველი იონა წინასწარმეტყველი მიქა წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7

1 და თქუას: ისმინენით ესენი, მთავარნო სახლისა იაკობისანო და ნეშტნო ძეთა ისრაჱლისათანო. არა თქუენი არს ცნობად მსჯავრი

2 რომელთა გძულან კეთილნი და ეძიებთ ბოროტთა, მტაცებელნი ტყავთა მათთანი მათგან

3 და ჴორცთა მათთანი ძუალთაგან მათთა, ვითარსახედ შეჭამნეს ჴორცნი ერისა ჩემისანი და ტყავნი მათნი განჰჴადნეს ძუალთა მათთაგან. და ძუალნი მათნი შემუსრნეს და ასოეულ ყვნეს, ვითარცა ჴორცნი სიავისა მიმართ და ვითარცა დრონეული ქოთნისა მიმართ

4 ეგრეთ ჴმობდენ უფლისა მიმართ, და არა შეისმინოს მათი. და მიიქციოს პირი თჳსი მათგან მას ჟამსა შინა მის წილ, რომელ იბოროტეს სიმარჯუეთა მიერ მათთა.

5 ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთა ზედა, მაცთუნებელთა ერისა ჩემისათა, მკბენელთა გზათა შორის მათთა. და მქადაგებელთა მშჳდობასა მის ზედა და არა მისცა პირსა შინა მათსა წმიდა-ყუეს მის ზედ ბრძოლაჲ

6 ამისთჳს ღამე იყოს თქუენდა ხილვისაგან, და ბნელ იყოს თქუენდა მისნობისაგან, და დაჰჴდეს მზე წინაწარმეტყუელთა ზედა, და დაბნელდეს მათ ზედა დღე,

7 და სირცხჳლეულ იქმნენ მხილველნი სიზმართანი, და საცინელ იქმნენ მისანნი. და ძჳრისმეტყუვლებდენ ძჳნად მათდა ყოველნი იგი მით, რამეთუ არა არს, რომელი ერჩდეს მათ.

8 არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა მითხრობად იაკობსა უთნოობანი მისნი და ისრაჱლსა ცოდვანი მისნი

9 ისმინენით ესე წინამძღუართა სახლისა იაკობისათა. და ნეშტთა სახლისა ისრაილისათა, რამეთუ გძულს მსჯავრი და ყოველთა მართალთა გულარძნილ-ჰყოფთ,

10 რომელნი აშენებთ სიონსა სისხლისა მიერ და იერუსალიმს უსამართლოებათა მიერ.

11 წინამძღუარნი მისნი ქრთამისა თან შჯიდეს, და მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს, და წინაწარმეტყუელნი მისნი ვეცხლისა თანა მისნობდეს, და უფლისა ზედა განისუენებდეს მეტყუელნი: არა უფალი ჩუენ შორის არს? არა მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი.

12 ამისთჳს თქუნ: ძლით სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოიერქუნოს, და იერუსალჱმი ხილის საცავად იყოს, და მთაჲ სახლისა უფლისაჲ სერტყად მაღნარისად.

<< ← Prev Top Next → >>