ბიბლია, იონა წინასწარმეტყველი, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10881&pid=35&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იონა წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

აბდია წინასწარმეტყველი იონა წინასწარმეტყველი მიქა წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7

1 და იყოს უკანასკლნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი.

2 და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან.

3 და შჯიდეს შორის ერთა მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, და შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.

4 და განისუენებდეს კაცადი ქუეშე ვენაჴსა თჳსსა, და კაცადი ქუეშე კერძო ლეღვისა თჳსისა და არა იყოს მაშინებელი, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა იტყოდა ამათ:

5 ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან - თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო.

6 მას დღესა შინა იტყჳს უფალი: შევკრიბო შემუსრვილი და განგდებული შევიწყნარო და რომელნი განვყარნ

7 და დავდვა შემუსრვილი ნეშტად და განგდებული ნათესავად ძლიერად და მეფობდეს უფალი მათ ზედა სიონით გამო, ამიერითგან და ვიდრე უკუნისამდე.

8 და შენ გოდოლი სამწყსოჲსაჲ, მაგარი - ასული სიონისაჲ! შენ ზედა მოიწია და მოვიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა

9 და აწ რაჲსათჳს სცნენ ბოროტნი? ნუ მეფე არა იყო შენდა, ნუ განზრახვა შენი წარწყმდა, რამეთუ დაგიპყრეს შენ სალმობათა, ვითარცა მშობისათა.

10 ილმობდ და განმჴნდი, ასულო სიონისაო, ვითარცა მშობ, მით, რამეთუ აწ გამოვიდეს ქალაქისაგან და დაემკჳდროს შორის ველსა და მივიდეს ვიდრე ბაბილონადმდე, მიერ განგარინოს შენ, და მუნით გიჴსნას შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელისაგან მტერთა შენთასა.

11 და აწ ზედა შეკრბეს შენ ზედა ნათესავნი მრავალნი მეტყუელნი: მოვსცხრებით, და ზედადახედნენ სიონსა ზედა თუალთა ჩუენთა.

12 და მათ ვერ აგრძნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და არ გულისხმა-ყუეს განზრახვაჲ მისი, რამეთუ შეკრიბნა იგინი, ვითარცა მჭელეულნი კალოსანი.

13 აღდეგ და კალოებდ მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შენნი დავსხნე რკინებად, და ჭლიკნი შენნი რვალებად. და დაამწულილნე ერნი მრავალნი დ დაამჴუნე მათ მიერ ნათესავნი. და შესუენებულ ჰყო უფლისაჲ სიმრავლე მათი და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქვეყანისა.

14

<< ← Prev Top Next → >>