Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მიქა წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

იონა წინასწარმეტყველი მიქა წინასწარმეტყველი ნაუმ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3

1 ქალაქი სისხლთაჲ, ყოველი ტყუილითა, უსამართლობითა სავსე. არა ძიებულ იქმნეს ნადირი.

2 ჴმაჲ გუემათაჲ და ჴმაჲ ძრვისა ურმისთუალთაჲსა, და ცხენისა მდევრისა, და ეტლისა აღმომდუღარისაჲ, ცხენოსნისა აღმომავალისა.

3 და ბრკიალისა მახჳლისაჲ, და აელვებულთა საჭურველთაჲ, და სიმრავლე წყლულთაჲ, და სიმძიმე დაცემულებისაჲ. და არა იყო ბოლოჲ ნათესავთა მისთაჲ და მოუძლურდენ სხეულთა შორის მათთა.

4 სიმრავლისაგან უკეთურებისა მეძავი ქმნულკეთილი და მოხარული მძღუანელი წამლვათაჲ, განმფრდელი ნათესავისაჲ სიძვისა მიერ თჳსისა და ტომთაჲ წამლვათა მიერ მისთა.

5 აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი ყოვლისმპყრთბელი, - და გამოვაცხადნე უკანანი შენნი პირსა ზედა შენსა და უჩუენო ნათესავთა სირცხჳლი შენი და მეფობათა - უპატიოებაჲ შენი.

6 და ზედ დავაგდო შენ ზედა საძაგელებაჲ. და დაგდვა მე შენ მაგალითად.

7 და იყოს, ყოველი მხილველი შენი, შთავიდეს შენგან და თქუას: საწყალობელი ნინევი, რად სულთითქუამს იგი, ვინაჲ ვიძიო ნუგეშინის-ცემაჲ მისი?

8 მოჰრთე ლარი ნაწილი აამმონისი, განჰმზადე კერძი ამმონისი. დამამკჳდრებელმან მდინარეთა წყალი გარემო მისსა, რომლისა დასაბამ ზღუაჲ და წყალი ზღუდეთა მისთაჲ.

9 და ეთიოპიაჲ ძალ მისსა და ეგჳპტე. არა არს დასასრული ლტოლვისა შენისაჲ და ლიბიელნი იქმნეს შემწე მისა.

10 და იგი გარდასახლებად წარვიდეს ტყუე. და ჩჩჳლნი მისნი დაეხეთქნენ დასაწყისსა გზათა მისთასა და ყოველთა ზედა დიდებულთა მისთა განიგდონ წილი და ყოველნი დიდ-დიდნი მისნი შეიკრნენ ჴელბორკილითა.

11 და შენ დაითრო და იყო უგულებელსქმნილ. და შენ ეძიებ თავისა შენისა შეწევნასა მტერთაგან.

12 ყოველნი სიმაგრენი შენნი შენდა ლეღუსა, ებგურთა მქონებელნი, უკუეთუ შეიძრნენ, შთაცჳვენ პირსა მჭამელისასა.

13 აჰა, ესერა, ერი შენი ვითარცა დედები შენ შორის. მტერთა შენთა განხმულნი განეხუნენ ბჭენი ქუეყანისა შენისანი. და დაჭამნეს ცეცხლმან მოქლონნი შენნი.

14 წყალი მოცვისა მიიზიდე თავისა შენისა. განამტკიცენ სიმაგრენი შენნი, შთაიღურჭუმო თიჴადმი და აღჰზელდე ბზითა, განაძლიერე საალიზედ.

15 მუნ შეგჭამოს შენ ცეცხლმან, მოგასრულოს შენ მახჳლისა მიერ და შეგჭამოს შენ, ვითარცა მკალმან და დაგიმძიმდეს შენ, ვითარცა ბოცომკალი.

16 განამრავლე სავაჭრონი შენნი უფროს ვარსკულავთა ცისათა, მკალმან მიიმართა და აღფრინდა.

17 აღსუბუქნა, ვითარცა პეპელი, შემყოფი შენი, ვითარცა მკალი აღსრული ღობესა ზედა დღესა შინა ყინელისასა. მზე აღმოჰჴდა და განიტევა და არა იცნობა ადგილი მისი. ვაჲ მათდა.

18 მიერულა მწყემსთა შენთა. მეფემან ასსურასტანისამან დააძინენ ძლიერნი შენნი, განიყარა ერი შენი მთათა ზედა და არა იყო მემლოდე.

19 არა არს კურნება შემუსრვილებასა შენსა. წუთხიან იქმნა წყლულებაჲ შენი, ყოველთა მსმენელთა ჰამბავისა შენისათა დაიტყუელნენ ჴელნი შენ ზედა მით, რამეთუ ვისცა ზედა არა მივიდა ძჳრი შენი მარადის.

<< ← Prev Top Next >>