ბიბლია, ნაუმ წინასწარმეტყველი, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10890&pid=37&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ნაუმ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

მიქა წინასწარმეტყველი ნაუმ წინასწარმეტყველი აბაკუმ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3

1 ლოცვაჲ ამბაკომ წინაწარმეტყუელისა გალობით:

2 უფალო, მესმა სასმენელი შენი და შემეშინა, უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი და განვჰკერთ საშუალ ორთა ცხოველთასა. იცნობე მოახლებისა შორის წელთაჲსა, გამოსცხადენ მუნ ყოფასა შორის ჟამისასა, აღმოიჩინე აღშფოთებასა შინა სულისა ჩემისასა, რისხვისა მიერ წყალობაჲ მოიჴსენო.

3 ღმერთი თემანით მოვიდეს და წმიდაჲ მთისაგან ჩრდილოჲსა მაღნარისაჲსა (განსუენება), დაფარნა ცანი სათნოებამან მისმან და ქებითა მისითა სავსე ქუეყანაჲ

4 და მთოვარე მისი ვითარცა ნათელი იყოს, რქანი ჴელთა შინა მისთა.

5 და დადვა შეყუარება მტკიცე ძალისა მისისა. წინაშე პირსა მისსა ვიდოდეს სიტყუა. და განვიდენ ველისა შორის ფერჴნი მისნი.

6 და დადგა და შეიძრა ქუეყანა, ზედ მიიხილა და დადნეს წარმართნი და დაიმუსრნეს მთანი იძულებითა, დადნეს ბორცუნი საუკუნენი მისნი.

7 შრომათა წილ ვიხილენ დაკარვებანი ეთიოპელთანი. შეძრწუნდენ დაკარვებანი ქუეყანისა მადიამისანი.

8 ნუ მდინარეთა ზედა განჰრისხნე, უფალო, ანუ მდინარეთა ზედა გულისწყრომაჲ შენი, ანუ ზღუასა ზედა მიმართება შენი, რამეთუ ზედა აჰჴედ ცხენთა ზედა შენთა და ცხენიანობაჲ შენი მაცხოვარება.

9 გარდამცუმელი გარდაუცუამ მშჳლდსა შენსა სკიპტრათა ზედა, - იტყჳს უფალი, - მდინარეთა განიპოს ქუეყანაჲ.

10 გიხილონ შენ და ელმოდის ერთა. განმაბნეველმან წყალთამან სლვად მისსა მოსცა უფსკრულმან ჴმაჲ მისი, სიმაღლე საოცრებისა მისისაჲ.

11 ამაღლდა მზე და მთოვარე დადგა წესსა ზედა მისსა. ნათლად სატყორცნი შენნი ვიდოდიან. ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი.

12 ქადებისა მიერ შეამცირო ქუეყანაჲ და რისხვისა მიერ დააკუეთნე წარმართნი.

13 და გამოხუედ მაცხოვარებად ერისა შენისა. ცხოვნებად ცხებულთა შენთა მოხუედ. მიავლინე თავთამი უსჯულოთასა სიკუდილი, აღადგინენ საკრველნი ვიდრე ქედამდე სრულიად. (გ ა ნ ს ვ ე ნ ე ბ ა).

14 წარჰკუეთენ განკჳრვებისაგან თავნი ძლიერთანი, შეიმალნენ მას შინა, განახუნენ აღჳრნი მათნი, ვითარცა რომელი ჭამნ გლახაკი იდუმალ.

15 და ზედავლინენ ზღჳსა ჰუნენი შენნი, აღმძრველნი წყალთა მრავალთანი.

16 დავიცევ, და შეძრწუნდა გული ჩემი ჴმისაგან ლოცვისა ბაგეთა ჩემთასა. და შეედვა ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა და ქუეშე კერძო ჩემსა შეშფოთნა ჴორცნი ჩემნი. განვისუენო მე დღესა შინა ჭირისა ჩემისასა აღსლვასა ჩემსა ერისადმი მსხემობისა ჩემისა

17 მით, რამეთუ ლეღუმან არ ინაყოფიეროს. და არა იყუნენ ნაშრომნი ვენაჴთა შორის. ცრუობდეს საქმე ზეთისხილისა და ველთა არა ყონ საჭმელი. მოაკლდეს საჭმლისაგან ცხოვარნი და არა იყუნენ ჴარნი, ზროხანი ბაგათა ზედა.

18 ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე და მხიარულ ვიყო ღმერთისა მიმართ მაცხოვარისა ჩემისა.

19 უფალი ღმერთი ჩემი ძალ ჩემდა. და დააწესნეს ფერჴნი ჩემნი დასასრულადმი და მაღალთა ზედა აღმიყუანა მე ძლევად ჩემდა გალობისა შორის მისისა.

<< ← Prev Top Next >>