Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / სოფონია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

აბაკუმ წინასწარმეტყველი სოფონია წინასწარმეტყველი ანგია წინასწარმეტყველი

თავი 1 2

1 მეორესა შინა წელსა დარიოსის ზე მეფისა, მეექუსესა თუესა, ერთსა თჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელი: თქუ ზორობაბელის მიმართ, სალათიილისასა, ტომისაგან იუდაჲსსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა მეტყველმან:

2 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ერი ესე იტყჳან: არა მოსრულ არს ჟამი აღშენებად სახლი უფლისაჲ.

3 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისაჲ ესრე მეტყველი:

4 უკეთუ ჟამ ვიდრემე არს თქუენდა აღშენებად სახლთა, ხოლო სახლი ესე ჩემი მოოჴრებულ არს.

5 და აწ ამას იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დააწესენით გულნი თქუენნი გზათა მათ თქუენთა.

6 სთესეთ მრავალი და შეიკრიბენით მცირედ. ჭამეთ და არა განძღომად, ჰსუთ და არა სიმთრვალედ, გარემოისხთ და არა განსტეფით მათ მიერ და შემკრებელმან სასყიდელთამან შეიკრიბა ნაკრაულად, განჴურეტილად.

7 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაისხენით გულთა თქუენთა გზათა მიმართ თქუენთა.

8 აღვედით მთასა ზედა და მოჰკუეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი, და სათნო ვიყო მის შორის, და შორის ვიდიდო მე, - თქუა უფალმან:

9 მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმულ იქმნეს სახიდმი. და მივჰბერე მათ, ამისთჳსა მათ იტყჳს უფალი, ყოვლისა პყრობელი: მათ წილ, რომელ სახლი ჩემი არს ოჴერ, ხოლო თქუენ სდევთ თითოეული სახლისადმი თჳსისა.

10 ამისთჳს დაყუდნეს ცაჲ ცუარისაგან და ქუეყანამან დააცადნეს ნაყოფიერებანი მისნი.

11 და მოვხადო მახჳლი ქუეყანასა ზედა და მთათა ზედა, და იფქლსა ზედა, და ღჳნოსა ზედა, და ზეთსა ზედა და რაოდენსა გამოიღებს ქუეყანაჲ, და კაცთა ზედა, და საცხოვართა ზედა, და ყოველთა ზედა ტკივილთა ჴელთა მათთასა.

12 და ისმინა ზორობაბელ სალათელისმან, ტომისაგან იუდაჲსსა, და იისუ, იოსედეკისმან, მღდელმან დიდმან და ყოველთა დანაშთომთა ერისათა ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და სიტყუათა ანგეა წინაწარმეტყუელისათა, ვითარ-იგი გამოავლინა უფალმან ღმერთმან მისმან მათდა მიმართ და შეეშნა ერსა პირისაგან უფლისა.

13 და ჰრქუა ანგეს ანგელოზმან უფლისამან: არქუ ერსა: მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი,

14 და აღადგინა უფალმან სული ზორობაბელ სალათიილისისა, ტომისაგან იუდაჲსა და სული იიუსუჲსი, იოსედეკიისისა, მღდელისა დიდისა. და სული ყოვლისა დანაშთომთა ერისათაჲ. და შევიდეს და იქმოდეს საქმეთა სახლსა შინა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისასა.

15

<< Prev Top Next → >>