ბიბლია, ანგია წინასწარმეტყველი, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10899&pid=40&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ანგია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

სოფონია წინასწარმეტყველი ანგია წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 და მოაქცია ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და აღმადგინა მე, ვითარსახედ რაჟამს აღდგის კაცი ძილისაგან მისისა.

2 და თქუა ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ? და ვარქუ: ვიხილე და, აჰა, საბაზმაკე ოქროსაჲ სრულიად და ლამპარი ზედაჲთ მისსა და შჳდნი ბაზმაკნი ზედაჲთ მისსა და შჳდნი მოსავსებელნი მათნი ზედაჲთთა მისთა ბაზმაკთანი.

3 და ორნი ზეთისხენი ზედაჲთ მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით.

4 და ვიკითხე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის მეტყუელმან: რა არიან ესენი, უფალო?

5 და მომიგო ანგელოზან მზრახვალმან ჩემ შორის მეტყუელმან ჩემდა მომართ: არა იცია რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო!

6 და მომიგო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: ესე სიტყუაჲ უფლისა ზორობაბელისა მიმართ მეტყუელი: არა ძალისა მიერ დიდისა და არცა ძლიერებისა, არამედ სულისა მიერ ჩემისა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,

7 რაჲ იყოს შენდა მთაჲ დიდი, წინაშე პირსა ზორობაბელისასა წარმართებულად? და განვასწორო ქვაჲ მკჳდრობისაჲ სისწორითა მადლისათა, მადლთა მისთა.

8 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

9 ჴელთა ზორობაბელისათა დააფუძნეს სახლი ესე და ჴელთა მისთა განასრულონ იგი. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე შენდამო.

10 მით, რამეთუ ვინ შეურაცხ-ყო დღეთა მცირეთა და მადლიერობდენ და იხილონ ქვაჲ კასსტირიონი ჴელსა შორის ზორობაბელისასა. შჳდნი ესე თუალნი უფლისანი არიან, ზედდამხედველნი ყოვლისა ქუეყანისანი.

11 და მიუგე და ვთქუ მისდამი: რაჲ ორნი ზეთისხენი: მარჯუენითნი საბაზმაკისანი და მარცხენითნი?

12 და ვჰკითხე მეორედ და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ ორნი რტონი ზეთისხეთანი ჴელთა შორის ორთა მოსაყოფელთა ოქროჲსათა ზედმასხმელთა და ზედმავსებელთა, მოსავსებელთა მათ ოქროჲსათა?

13 და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: არა იცია, რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო.

14 და მითხრა მე: ესე, ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა.

<< ← Prev Top Next → >>