ბიბლია, ანგია წინასწარმეტყველი, თავი 6. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10901&pid=40&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ანგია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

სოფონია წინასწარმეტყველი ანგია წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 და მოვაქციე თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი ეტლნი გამომავალნი საშუალ ორთა მთათასა და მთანი იყუნეს მთანი რვალისანი.

2 და ეტლსა შორის პირველსა ცხენნი ხსედნი, და ეტლსა შორის მეორესა ცხენნი შავნი,

3 და ეტლსა შორის მესამესა ცხენნი თეთრნი, ეტლსა შორის მეოთხესა ცხენნი ჭრელნი და სინიბნი.

4 და მიუგე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რაჲ არიან ესენი, უფალო?

5 და მომიგო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და თქუა: ესე არიან ოთხნი ქარნი ცისანი, გამოვლენ წარდგომად უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა,

6 რომლისა შორის იყვნეს ცხენნი შავნი ქუეყანასა ზედა ბღუარსა, და თეთრნი გამოვიდეს უკანა მათსა, და ხსედნი გამოვიდეს ქუეყანასა ჩრდილოსა,

7 და ჭრელნი და სინიბნი გამოვიდეს და ზედ მოიხილვიდეს გარემოვლად ყოვლისა ქუეყანისა. და თქუა: წარვედით და გარემოვლეთ ქუეყანაჲ. და გარემოვლეს ქუეყანაჲ.

8 და აღიჴმო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: აჰა, გამომავალთა ქუეყანასა ზედა ბღუარსა განუსუენეს გულისწყრომასა ჩემსა ქუეყანასა შორის ბღუარსა.

9 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

10 მიიღე ტყუეობათაგან, მთავრობათაგან და პატივცემულთაგან მისთა და შემეცნებულთაგან მისთა და შეხჳდე შენ მას დღესა შინა სახიდ იოსია სოფონიაჲსისა, დამკჳდრებულისა ბაბილონს.

11 და მიიღო ვეცხლი და ოქროჲ, და შეჰქმნა გჳრგჳნი და დაადგა თავსა ზედა იისუ იოსედეკისსა, მღდელისა დიდისასა.

12 და სთქუა მისდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მამაკაცი, აღმოსავალი სახელი მისი, და ქუეშე კერძო მისსა აღმოჰჴდეს და აღაშენოს სახლი უფლისაჲ

13 და მან მიიღოს სათნოება და დაჯდეს და მთავრობდეს საყდარსა ზედა მისსა და იყოს მღდელი მარჯუენით მისსა და განზრახვაჲ მშჳდობით იყოს საშუალ ორთასავე.

14 ხოლო გჳრგჳნი იყოს მოთმინეთა და საჴმართათჳს მისთა, და შემეცნებულთა მისთა, და მადლად ძეთა სოფონიასთა, და საფსალმუნებლად სახლსა შინა უფლისასა.

15 და შორიელნი მისგან მოვიდენ და აშენებდენ სახლსა შორის უფლისასა. და ცანთ, ვითარმედ უფალმან ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე თქუენდამი. და იყოს, უკეთუ მსმენელთა ისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისა.

<< ← Prev Top Next → >>