Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ანგია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

სოფონია წინასწარმეტყველი ანგია წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 და იქმნა სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, მეტყუელი:

2 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე სიონსა და იერუსალიმსა შური დიდი და გულისწყრომასა დიდსა ვეშურვე მას.

3 ამათ იტყჳს უფალი: მოვიქცე სიონსა ზედა და დავემკჳდრო შორის იერუსალჱმსა და ეწოდოს იერუსალიმსა ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, მთაჲ წმიდაჲ.

4 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე სხდენღა მოხუცებულნი და მოხუცებულთანი უბანთა შორის იერუსალჱმისათა: თჳთეული კუერთხისა თჳსისა მქონებელი ჴელსა მისსა სიმრავლისაგან დღეთაჲსა.

5 და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა და ქალებითა მომღერლებითა უბანთა შორის მისთა.

6 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ უძალოობდეს წინაშე ყოველთა ნეშტთა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუ წინაშეცა ჩემსა უძალოობდეს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

7 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მე აღმოუწოდო ერსა ჩემსა ქუეყანისაგან აღმოსავალთასა და ქუეყანისაგან დასავალთაჲსა.

8 და შევიყვანნე იგინი და დავაშენნე შორის იერუალჱმსა და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად ჭეშმარიტებისა მიერ და სიმართლისა მიერ.

9 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: განძლიერდინ ჴელნი თქუენნი მსმენელთანი ამათ დღეთა შინა. სიტყუათა ამათ პირისაგან წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლით დღითგან დაფუძნებულ არს სახლი უფლისაჲ, ყოვლისა მპყრობელისაჲ, და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს.

10 მით, რამეთუ უწინარეს მათ დღეთასა მიზდი კაცთაჲ არ იყოს მოსასყიდელად და მიზდი საცხოვართაჲ არა არს და გამომავალისა და შემავალისა არა იყოს მშჳდობა ჭირისაგან და განვავლენ ყოველთა კაცთა, თითოეულსა მოყუსისა მიმართ თჳსისა.

11 და აწ არა დღეთაებრ წინაპართა უყოფ მე ნეშტთა ამის ერისათა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, -

12 არამედ ოდეს უჩუენო მშჳდობა, ვენაჴმან მოსცეს ნაყოფი მისი, და ქუეყანამ მოსცეს ნაშრომნი თჳსნი, და ცამან მოსცეს ცუარი მისი და დაუმკჳდრე დაშთომილთა ერისა ჩემისათა ესე ყოველნი.

13 და იყოს: ვითარსახედ იყვენით წყევასა შინა წარმართთა შორის სახლი იუდაჲსი და სახლი ისრაჱლისაჲ, ეგრეთ განგარინნე თქუენ და იყუნეთ კურთხევასა შინა; მინდობით იყვენით და განძლიერდით ჴელითა მიერ თქუენთა!

14 მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვითარსახედ ვიგულე განბოროტება თქუენი, განრისხებასა შინა ჩემსა მამათა მიერ თქუენთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

15 და არ შევინანე, ეგრეთ განმიწესებიეს და გულადმიღიეს ამათ დღეთა შინა კეთილისყოფაჲ იერუსალჱმისაჲ და სახლისა იუდაჲსი: კადნიერ იყვენით!

16 ესე არიან სიტყვანი, რომელნი ჰყვნეთ: იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და საშჯელი მშჳდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა.

17 და თითოეული უკეთურებასა მოყუსისა თჳსისა ნუ ჰსიტყუავთ გულთა შინა თქუენთა და ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარსყე; მით, რამეთუ ესე ყოველნი მოვიძულენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

18 და იყო სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, ჩემდამო მეტყუელი.

19 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მარხვაჲ მეოთხე, და მარხვაჲ მეხუთე, და მარხვაჲ მეშჳდე, და მარხვაჲ მეათე - იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად და შუებად, და დღესასწაულებად კეთილებად და იშუებდით და ჭეშმარიტება და მშჳდობა შეიყუარეთ.

20 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე მოვიდენ ერნი მრავალნი და მკჳდრნი ქალაქთა მრავალთა

21 და თან შემოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ხუთთა ქალაქად ერთად მეტყუელნი: მივიდეთ ვედრებად პირისა უფლისა გამოძიებად პირისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და მივიდე მეცა

22 და მოვიდნენ ერნი მრავალნი ძიებად პირისა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, იერუსალჱმს შინა ლხინებად-ყოფად პირი უფლისაჲ.

23 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ დღეთა შინა, უკეთუ მოეკიდნენ ათნი მამაცნი ყოველთაგან ნათესავთა ენათაჲსა და მოეკიდნენ ფესუსა მამაცისა იუდეანისასა მეტყუელნი: მოვიდეთ შენ თანა მით, რამეთუ გუესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ შორის არს.

<< ← Prev Top Next → >>