ბიბლია, ანგია წინასწარმეტყველი, თავი 10. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10905&pid=40&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ანგია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

სოფონია წინასწარმეტყველი ანგია წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 ითხოეთ წჳმაჲ უფლისაგან ჟამიერად მსთუაჲ და მცხეუედი, უფალმან ქმნნა საოცარნი და წჳმაჲ საზამთროჲ მისცეს მათ, თითოეულსა მწუანვილსა ველისა შორის

2 მით, რამეთუ აღმომჴმობელთა თქუნეს შრომანი, და მისანთა ხილვანი მტყუარნი თქუნეს და მესიზმრენი ნუგეშინის-სცემდეს ცუდთა, ამისთჳს განჴმეს სამწყსო და იგუემნეს, რამეთუ არა იყო კურნებაჲ.

3 განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მწყემსთა ზედა და კრავთა ზედა მივიხილო, და ზედ მიიხილოს უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, სამწყსოსა მისსა, სახლსა იუდაჲსსა და დააწესნეს იგინი, ვითარცა ცხენნი მისნი შუენიერნი ბრძოლასა შინა.

4 და მისგან ზედ მოიხილა, და მისგან განაწესა, და მისგან მშჳლდი გულისწყრომითი, და მისგან გამოვიდეს ყოველნი მდევნელნი მის შორის.

5 და იყვნენ, ვითარცა მებრძოლნი მთრგუნველნი თიჴასა გზათა ზედა ბრძოლასა შინა და განეწყუნენ, რამეთუ უფალი მათ თანა და სირცხჳლეულ იქმნენ აღმავალნი ცხენთა.

6 და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი და სახლი იოსებისი ვაცხოვნო. და დავამკჳდრნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი. და იყოს, ვითარსახედ არ გარემივაქციენ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და შევისმინო მათი.

7 და იყვნენ, ეითარცა მბრძოლნი ეფრემისნი. და მხიარულ იყოს გული მათი, ვითარცა ღჳნისა მიერ და შვილთა მათთა იხილონ და იშუებდენ და იხარებდეს გული მათი უფლისა მიერ.

8 აღვნიშნნე იგინი და შევიწყნარნე იგინი მით, რამეთუ ვიჴსნი მათ და განმრავლდენ, ვითარ-იგი იყუნეს მრავალ.

9 და განვსთესნე იგინი ერთა შორის და შორიელნი მომიჴსენებდენ მე. განზარდნენ შვილნი მათნი და მოაქცინენ.

10 და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტისაჲთ და ასურასტანელთაგან, შევიწყნარნე იგინი და გალაადიტისა მიმართ და ლიბანისა მიმართ შევიყვანნე იგინი და არა შესცთეს მათგანი არცა ერთი.

11 და შევიდენ ზღჳსა შორის იწროჲსა და დასცნენ ზღჳსა შორის ღელვანი და განჴმენ ყოველნი სიღრმენი მდინარეთანი. და აღებულ იქმნეს ყოველი გინება ასსურასტანელთაჲ და სკიპტრაჲ ეგჳპტისაჲ მოისპოს.

12 და განვაძლიერნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა და სახელისა მიმართ მისისა იქადოდიან, - იტყჳს უფალი.

<< ← Prev Top Next → >>