Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ანგია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

სოფონია წინასწარმეტყველი ანგია წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 ნეშტი სიტყჳსა უფლისა ისრაჱლსა ზედა, - იტყჳს უფალი, გარდამრთხმელი ცისაჲ და დამამყარებელი ქუეყანისაჲ და შემქმნელი სულისა კაცისასა მის შორის:

2 აჰა, მე დავსდებ იერუსალჱმსა, ვითარცა კარსესა მერყევსა გარემოჲს ყოვლისა ერისა და იუდას შორის და იყოს გარემოცვაჲ იერულალჱმსა ზედა.

3 და იყოს მას დღესა შინა, დავდვა იერუსალიმი ქვად დათრგუნვილად ყოველთა წარმართთა მიერ. ყოველი დამთრგუნველი მისი სიმღერით იმღეროდის და შეკრბენ მის ზედა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი.

4 მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დავსცე ყოველი ცხენი განკრთომილებითა და აღმავალი მისი ცნობავნებულებითა. ხოლო სახლსა ზედა იუდაჲსსა განვახუნე თუალნი ჩემნი. და ყოველნი ცხენნი ერთანი დავსცნე დაბრმობითა.

5 და იტყოდიან ათასისოავნი იუდაჲსნი გულთა შინა მათთა: ვპოვნეთ თავთა თჳსად დამკჳდრებულნი იერუსალჱმს უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისა.

6 მას დღესა შინა დავსხნე ათასისთავნი იუდაჲსნი, ვითარცა მუგუზი ცეცხლისაჲ შეშათა შორის და ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ ლელწამთა შორის, და შესჭამდენ მარჯვენით და მაცხენით ყოველთა ერთა გარემო. და დაიმკჳდროს იერუსალიმმან მერმე თჳსაგან იერუსალჱმი.

7 და აცხოვნნეს უფალმან კარვებნი იუდაჲსნი, ვითარცა დასაბამსა, რაჲთა არ განდიდნებოდის სახლი დავითისი და სილაღე მკჳდრთა იერუსალიმისათა იუდას ზედა.

8 და იყოს მას დღესა შინა, შემწე იყოს უფალი ყოველთა მკჳდრთათჳს იერუსალჱმისათა. და იყოს უძლური მათ შორის მას დღესა შინა, ვითარცა დავით. და სახლი დავითისა სახლ, და ვითარცა სახლი ღმრთისაჲ, ვითარცა ანგელოზი უფლისაჲ წინაშე მათსა.

9 და იყოს მას დღესა შინა, ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა მიმავალთა იერუსალჱმსა ზედა.

10 და მივჰფინო სახლსა ზედა დავათისსა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა სული მადლისა, სიხარულისა და თანალმობისა და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს, და როკვიდეს და იტყებდენ მათ ზედა ტყებათა, ვითარცა საყუარელსა ზედა, და ილმონ ლმობა, ვითარცა პირმშოსა ზედა.

11 მას დღესა შინა განდიდნეს იერუსალჱმსა შორის ტყებაჲ, ვითარცა ტყებაჲ ბროწეულთა ველსა ზედა მოკუეთილისაჲ.

12 და იტყებდეს ქუეყანაჲ ტომად-ტომად თჳსაგან:

13 ტომი სახლისა დავითისი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა ნათანისი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა ლევისი თჳსგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა სჳმეონისა თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით.

14 ყოველნი ნეშტნი ტომნი - ტომი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით.

<< ← Prev Top Next → >>