ბიბლია, ანგია წინასწარმეტყველი, თავი 13. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10908&pid=40&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ანგია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

სოფონია წინასწარმეტყველი ანგია წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 მას დღესა შინა იყოს ყოველი ადგილი წყარო განღებულ სახლსა დავითისსა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა გარდასაძრველად და ცოდვილთათჳს დასაპკურებლად.

2 და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი საბაოთ, - მოვსპო სახელები კერპთაჲ ქუეყანისაგან და არღა მერმე იყოს ჴსენებაჲ მათი და ცრუწინაწარმეტყუელნი და სული არაწმიდაჲ აღვიღო ქუეყანისაგან.

3 და იყოს, უკეთუ იწინაწარმეტყუელოს კაცმან მერმე და თქუას მისსა მიმართ მამამან მისმან და დედამან მისმან: არ ცოცხალ იყო, რამეთუ ტყუილი ჰზრახე სახელითა უფლისაჲთა; და დააყენონ იგი მამამან მისმან და დედამან მისმან, მშობელთა მისთა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა.

4 და იყოს მას დღესა შინა, სირცხჳლეულ იქმნენ წინაწარმეტყუელნი, თითოეული ხილვისაგან თჳსისა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა და შეიმოსონ ტყავი შავი ბალნისა ტყუილისა წილ.

5 და თქუას: არა ვარ მე წინაწარმეტყუელი მით, რამეთუ კაცი ქუეყანისმოქმედი ვარ მე, რამეთუ კაცმან მშვა მე სიჭაბუკით ჩემითგან.

6 და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ არს წყლულნი ეგე საშუალ ჴელთა შენთა? და თქუა: რომლითა ვიწყალ სახლსა შორის საყუარელისა ჩემისასა.

7 მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.

8 და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ყოველსა შორის ქუეყანასა, ორნი ნაწილნი მის შორის მოისპნენ და მოაკლდენ, ხოლო მესამე დაშთეს მის შორის.

9 და განვავლო მესამედი ცეცხლისა მიერ და განვაჴურვნე იგინი, ვითარცა განჴურდების ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი, ვითარცა გამოიცდების ოქროჲ: ესრეთ უწოდდეს სახელსა ჩემსა და მე ვისმინო მისი და ვთქუა: ერი ჩემი არს ესე, და მან თქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.

<< ← Prev Top Next → >>