ბიბლია, რომაელთა, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=11031&pid=47&tid=2&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / რომაელთა

ბიბლია - ძველი ქართულით

საქმე წმიდათა მოციქულთა რომაელთა 1 კორინთელთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

1 პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა,

2 რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა

3 ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად,

4 რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა,

5 რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს,

6 რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტესნი,

7 ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!

8 პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,

9 რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ;

10 მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა,

11 რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.

12 ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.

13 არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა.

14 წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მდებ ვარ.

15 და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო.

16 რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა.

17 რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.

18 რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა.

19 რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.

20 რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ,

21 რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.

22 იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს.

23 და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა.

24 ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა,

25 რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.

26 ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად.

27 ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.

28 და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა;

29 აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა,

30 ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ,

31 უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო,

32 რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.

<< Prev Top Next → >>