Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / 1 კორინთელთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რომაელთა 1 კორინთელთა 2 კორინთელთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

1 ხოლო კერპთ-ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს. მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს.

2 უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.

3 ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ.

4 ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არარაჲ არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი.

5 რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,

6 არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ.

7 არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ; ხოლო რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა, ჭამენ, და გონებაჲ იგი მათი უძლური შეიგინების.

8 ხოლო საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს; და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს.

9 ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ.

10 რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკეპავისა მის ჭამად?

11 და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა.

12 ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ.

13 ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო.

<< ← Prev Top Next → >>