Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / 1 კორინთელთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რომაელთა 1 კორინთელთა 2 კორინთელთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

1 ხოლო შესაწირავისა მისთჳს წმიდათაჲსა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეთცა თქუენ ჰყოფდით.

2 ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ.

3 ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ წიგნებითა, ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ.

4 და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ.

5 ხოლო მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლო, რამეთუ მაკედონიას განვჰვლი.

6 და, ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინა თუ და-ცა-ვიზამთრო, რაჲთა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდრეცა ვიდოდი.

7 რამეთუ არა მნებავს აწ მგზავრ ხილვაჲ თქუენი; ხოლო ვესავ რაოდენისამე ჟამისა დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გჳბრძანოს.

8 ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტჳლიადმდე.

9 რამეთუ კარი განმეღო მე დიდი და შემწე, და მჴდომნი მრავალ არიან.

10 და უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ, რაჲთა უშიშად იყოს თქუენ თანა, რამეთუ საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე.

11 ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი, და წარმომიგზავნეთ იგი მშჳდობით, რაჲთა მოვიდეს იგი ჩემდა, რამეთუ ველი მას ძმათა თანა.

12 ხოლო აპოლოჲსთჳს ძმისა ფრიად ვჰლოცევდი მას, რაჲთამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა; და არა სამე იყო ნებაჲ, რაჲთამცა აწ მოვიდა, ხოლო მოვიდეს, ოდეს მოიცალოს.

13 მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით;

14 ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ.

15 ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსი, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი.

16 რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა.

17 ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფურტონატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს,

18 რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი.

19 გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიისანი; გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა თანა-მკჳდრითურთ მათით კრებულით.

20 გიკითხვენ თქუენ ძმანი ყოველნი. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა.

21 კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა.

22 რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, მარანათა.

23 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა.

24 სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა ქრისტე იესუჲს მიერ. ამინ.

<< ← Prev Top Next >>