Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / 2 კორინთელთა

ბიბლია - ძველი ქართულით

1 კორინთელთა 2 კორინთელთა გალატელთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13

1 რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა.

2 რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი.

3 ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ.

4 ნუ-უკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, - ამის ჯერისათჳს სიქადულისა.

5 უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ.

6 ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.

7 კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.

8 ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა.

9 ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.

10 ხოლო რომელმან იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ.

11 ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა.

12 რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა.

13 გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა.

14 და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა.

15 ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა.

<< ← Prev Top Next → >>