Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / 1 თესალონიკელთა

ბიბლია - ძველი ქართულით

კოლასელთა 1 თესალონიკელთა 2 თესალონიკელთა

თავი 1 2 3 4 5

1 ვინაჲცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა

2 და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი და მსახური ღმრთისაჲ და თანა-შემწე ჩუენი სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა დაგამტკიცნეს თქუენ და ნუგეშინის-გცეს თქუენ სარწმუნოებისა მაგის თქუენისათჳს,

3 რაჲთა არას იურვიოდით ჭირთა ამათ შინა, რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ ვდგათ-ვე ამისთჳს.

4 და ვიდრე-იგი თქუენ თანა ვიყვენით, წინაწარ გითხრობდით თქუენ, ვითარმედ ჭირთა შესლვად ვართ, ვითარცა-ესე იქმნაცა და იხილეთ.

5 ამისთჳს მეცა ვერღარა დავთმე და მივავლინე ტიმოთე, რაჲთა ვცნა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ, ნუუკუე განგცადნა თქუენ განმცდელმან მან, და ცუდად იყოს შრომაჲ იგი ჩუენი.

6 ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით და მახარა ჩუენ სარწმუნოებაჲ და სიყუარული თქუენი, და რამეთუ გაქუს ჴსენებაჲ ჩუენი კეთილი მარადის და გსურის ხილვად ჩუენდა, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა.

7 ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით, ძმანო, თქუენ ზედა ყოველთა მათგან ურვათა და ჭირთა ჩუენთა თქუენითა მაგით სარწმუნოებითა,

8 რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ.

9 რამეთუ რომელსა-მე მადლობასა შემძლებელ ვართ მიცემად ღმრთისა თქუენთჳს ყოველისა მისთჳს სიხარულისა, რომლითა გჳხარის თქუენთჳს წინაშე ღმრთისა ჩუენისა.

10 ღამე და დღე უფროჲს და უმეტეს ვევედრებით ხილვად პირისა თქუენისა და განმტკიცებად დაკლებული იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ.

11 ხოლო თავადმან ღმერთმან და მამამან ჩუენმა და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან წარჰმართენ გზაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ.

12 ხოლო თქუენ უფალმან გარდაგრიენ და გარდაგმატენ სიყურულითა ურთიერთარს და ყოველთა მიმართ, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა მიმართ,

13 განმტკიცებად გულთა თქუენთა სიწმიდით და უბიწოდ წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ყოველთა თანა წმიდათა მისთა.

<< ← Prev Top Next → >>