Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / ებრაელთა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფილიმონის ებრაელთა წმ. მოციქულისა იაკობისი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13

1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

3 გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ.

4 რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად

5 და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა.

6 რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.

7 უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?

8 ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი.

9 აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ?

10 რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.

11 ყოველივე სწავლაჲ მეყსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება; ხოლო უკუანაჲსკნელ ნაყოფი მშჳდობისაჲ მის მიერ წურთილთა მათ მოაგის - სიმართლე.

12 ამისთჳს დაშთომილნი ჴელნი და დაჴსნილნი მუჴლნი აღემართენით

13 და ალაგნი მართლ ყვენით ფერჴთა თქუენთანი, რაჲთა არა მკელობელი იგი დაეცეს, არამედ უფროჲსღა განიკურნოს.

14 მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი.

15 ეკრძალენით, ნუ ვინმე დაკლებულ იყოს მადლისაგან ღმრთისა; ნუ ვისმე თანა ძირი სიმწარისაჲ აღმოცენებულ იყოს შემაურვებელი, და მის მიერ შეიგინნენ მრავალნი.

16 ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ, რომელმან ერთისა წილ საჭმლისა განყიდა პირმშოებაჲ თჳსი.

17 უწყით, რამეთუ ამისა შემდგომად უნდა დამკჳდრებად კურთხევაჲ და შეურაცხ-იქმნა, რამეთუ სინანულისა ადგილი არა პოვა, და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას.

18 რამეთუ არა მოსრულ ხართ თქუენ მთასა მას ჴელით შესახებელსა და აღგზებულსა ცეცხლითა და წყუდიადითა და ბნელითა და ნისლითა

19 და საყჳრისა ოხრასა და ჴმასა სიტყუათასა, რომელთა-იგი ესმა, იჯმნეს, რაჲთა არღარა შეეძინოს მათ სიტყუაჲ.

20 რამეთუ ვერ ითმენდეს ბრძანებულსა მას; მჴეცი ღათუ შეეხებოდა მთასა მას, ქვითა განიდევნებოდა.

21 და ესრეთ საშინელ იყო საუცრებაჲ იგი, მოსე თქუა: შეშინებულ ვარ და შეძრწუნებულ.

22 არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა, და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა

23 და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, და ღმრთისა მსაჯულისა ყოველთაჲსა და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთაჲსა.

24 და შჯულისა მის საღმრთოჲსა შუა-მდგომელისა იესუჲსა და სისხლითა პკურებასა, უმჯობესსა თქუმულისა მის აბელის მიერ.

25 ეკრძალენით, ნუუკუე იჯმნათ მეტყუელისა მისგან. რამეთუ უკუეთუ იგინი ვერ განერნეს, რომელთა ქუეყანასა ზედა იჯმნეს ბრძანებისაგან, რაოდენ უფროჲს ჩუენ, უკუეთუ ზეცისასა მას გარე-მოვექცეთ,

26 რომლისა ჴმამან ქუეყანაჲ შეძრა მაშინ, და აწ აღუთქუამს და იტყჳს: მერმე ერთ-გზისღა შევძრა მე არა ხოლო ქუეყანაჲ, არამედ ცანიცა.

27 ხოლო ესე „მერმე ერთ გზისღა“ აუწყებს შეძრულთა მათ ცვალებასა, ვითარცა ქმნულთასა, რაითა ეგოს შეუძრველი იგი.

28 ამისთჳსცა სასუფეველი შეუძრველი დავიპყრათ; მაქუს ჩუენ მადლი, რომლითა ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებითა,

29 რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს.

<< ← Prev Top Next → >>