Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / წმ. მოციქულისა იაკობისი

ბიბლია - ძველი ქართულით

ებრაელთა წმ. მოციქულისა იაკობისი წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი)

თავი 1 2 3 4 5

1 ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?

2 გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.

3 ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ.

4 მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობა არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების.

5 ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?

6 უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.

7 დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან.

8 მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო.

9 დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.

10 დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.

11 ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ.

12 ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?

13 აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.

14 რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.

15 ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი.

16 ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.

17 რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა.

<< ← Prev Top Next → >>