Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / წმ. მოციქულისა იაკობისი

ბიბლია - ძველი ქართულით

ებრაელთა წმ. მოციქულისა იაკობისი წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი)

თავი 1 2 3 4 5

1 აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა.

2 სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს.

3 ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.

4 აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის.

5 იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა.

6 დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.

7 სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი.

8 სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს.

9 ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას.

10 სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის ხილვისა და სულგრძელებისა წინაწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა.

11 აჰა ესერა, ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ.

12 ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსა ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეჲ ჰე და არაჲ არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ.

13 შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ.

14 უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა.

15 და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას.

16 აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად.

17 ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე,

18 და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქუეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი.

19 ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაცქიოს იგი,

20 უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ.

<< ← Prev Top Next >>