Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე)

ბიბლია - ძველი ქართულით

წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე) წმ. მოციქულისა იოანესი (პირველი)

თავი 1 2 3

1 იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა.

2 და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის.

3 და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა ჰრულის.

4 უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად.

5 და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვე ნოე, სიმართლისა ქადაგი, დაჰმარხა და წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია.

6 და ქალაქები იგი სოდომელთა და გომორეველთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა.

7 და მართალი ლოთ, დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მრავალთაგან, იჴსნა.

8 რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღედ სული იგი მისი მართალი უშჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა.

9 იცის უფალმან ღმრთის მსახურთა მათ განსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს.

10 უფროჲს-ღა, რომელნი-იგი კუალსა მას ჴორცთა გულის თქუმისასა სიბილწით შეუდგან და უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, კადნიერნი და თავჴედნი, დიდებათათჳს არა ძრწიან, არამედ ჰგმობენ.

11 სადა-ღა ანგელოზნი, რომელნი ძლიერებითა და ძალითა უფროჲს არიან, არა მოაწევენ მათ ზედა საშჯელსა გმობისასა უფლისა მიერ.

12 ხოლო ესენი, ვითარცა პირუტყუნი საცხოარნი, შობილნი ბუნებით მოსასრველად და განსარყუნელად, რომელთა-იგი უმეცარ არიან, ჰგმობენ, ხრწნილებასა მათსა შინა განიხრწნენ.

13 და მოიღონ სასყიდელი სიცრუისაჲ. გულის თქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან.

14 თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი.

15 დაუტევეს წრფელი იგი გზაჲ, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა.

16 მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ

17 ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს.

18 რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულის თქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან.

19 თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.

20 რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა.

21 უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა.

22 შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა.

<< ← Prev Top Next → >>