Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / წმ. მოციქულისა იოანესი (პირველი)

ბიბლია - ძველი ქართულით

წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე) წმ. მოციქულისა იოანესი (პირველი) წმ. მოციქულისა იოანესი (მეორე)

თავი 1 2 3 4 5

1 შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ ქრისტე იესუ მართალი.

2 და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ.

3 და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.

4 რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა.

5 ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ.

6 რომელმან თქუეს მის თანა ყოფაჲ, თანა-აც, რაჲთა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა, ეგრეცა მისი სლვაჲ.

7 ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან.

8 კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს.

9 რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე.

10 ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა.

11 ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.

12 მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა.

13 მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაჲ.

14 მივწერე თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივწერე თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ თქუენ თანა დადგრომილ არს და გიძლევიეს ბოროტისადა.

15 ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა.

16 რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს.

17 და სოფელი ესე წარჴდეს და გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე.

18 ყმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს.

19 ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან.

20 და თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე.

21 და მივწერე თქუენდა, ვითარმედ არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ ვითარმედ იცით იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს.

22 ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარ-ყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს მამაჲ და ძე.

23 ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა.

24 თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.

25 და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

26 ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს.

27 და თქუენცა ცხებულებაჲ იგი რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს. და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუილ; და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა.

28 და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა.

29 უკუეთუ იცით, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეთ, რამეთუ ყოველმან რომელმან ყოს სიმართლე, მისგან შობილ არს.

<< ← Prev Top Next → >>