Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / გამოცხადება იოანესი

ბიბლია - ძველი ქართულით

წმ. მოციქულისა იუდასი გამოცხადება იოანესი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

1 გამოცხადებაჲ იესუ ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან, ჩუენებად მონათა მისთა, საქმეთა მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ, და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს,

2 რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუ ქრისტესი, რაოდენიცა იხილა და რომელიცა არს და რომელსა ეგულების ყოფად.

3 ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს.

4 იოვანე, შჳდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან.

5 და იესუ ქრისტესგან, მოწამისა მის სარწმუნოჲსა, პირმშოჲსა შესუენებულთაჲსა და მთავრისა მეფეთა ქუეყნისათა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თჳსითა.

6 და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა თჳსისა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

7 აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა-იგი უგუმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ.

8 მე ვარ ანი და ჵ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი.

9 მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა.

10 ვიქმენ სულითა დღესა კჳრიაკესა და მესმა უკუანაჲთ კერძო ჩემსა ჴმაჲ დიდი, ვითარცა საყჳრისაჲ,

11 რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა: ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის.

12 და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შჳდნი სასანთლენი ოქროჲსანი;

13 და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა სარტყელი ოქროჲსაჲ ძუძუთა თანა მისთა.

14 და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ

15 და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ.

16 და მარჯუენესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა.

17 და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი;

18 და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი.

გამოცხადება იოანესი 1:18 - The Revelation to John
The Revelation to John
19 დაწერე უკუე, რაჲ-ესე იხილე და რაჲ-ესე არს და რაჲ ეგულების ყოფად შემდგომად ამისა.

20 საიდუმლოჲ შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან.

<< Prev Top Next → >>